Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 208

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 208. ინტერესთა კონფლიქტი

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:აქციონერთა ურთიერთობებიფასიანი ქაღალდების რეგულაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი ვალდებულია შესაბამისი ფაქტის შეტყობისთანავე აცნობოს საერთო კრებას ან სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − საერთო კრებას ან სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს ისეთი დადებული ან დასადები გარიგების შესახებ, რომლის მიმართაც ის დაინტერესებული პირია, აგრეთვე მიუთითოს თავისი დაინტერესების ხასიათი.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელმძღვანელი პირი დაინტერესებულ პირად მიიჩნევა, თუ ის ან მასთან დაკავშირებული პირი: ა) გარიგების მეორე მხარეა; ბ) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იმ სამეწარმეო საზოგადოების წილთა 50 პროცენტს ან 50 პროცენტზე მეტს, რომელიც გარიგების მეორე მხარეა; გ) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იმ სამეწარმეო საზოგადოების წილთა 50 პროცენტს ან 50 პროცენტზე მეტს, რომლის სულ მცირე 50-პროცენტიანი წილის მესაკუთრე გარიგების მეორე მხარეა; დ) არის იმ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც გარიგების მეორე მხარეა; ე) გარიგების შედეგად იღებს სარგებელს, რომელიც სამეწარმეო საზოგადოებაში წილის ფლობასთან ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრობასთან დაკავშირებული არ არის; ვ) დაინტერესებულ პირად მიიჩნევა წესდების თანახმად.

3.ამ კანონის მიზნებისთვის „დაკავშირებული პირი“ განიმარტება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4.გარიგებას, რომელშიც დაინტერესებული პირი მონაწილეობს, წინასწარ ამტკიცებს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − საერთო კრება. დაინტერესებულ პირს ეკრძალება შესაბამის საკითხზე ხმის მიცემა სააქციო საზოგადოების ნებისმიერ ორგანოში.

5.თუ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა დაინტერესებული პირია, გარიგებას საერთო კრება ამტკიცებს.

6.იმ გარიგების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებაში, რომელშიც დაინტერესებული პირი მონაწილეობდა, მითითებული უნდა იყოს ამ პირის დაინტერესების ხასიათი, მოცულობა და გარიგების სხვა მნიშვნელოვანი პირობები.

7.ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ სააქციო საზოგადოებაზე, რომელსაც ჰყავს მხოლოდ ერთი პარტნიორი, რომელიც იმავდროულად სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი პირია, აგრეთვე იმ გარიგებაზე, რომელიც იდება სააქციო საზოგადოებასა და მის 100-პროცენტიან შვილობილ საწარმოს ან 100-პროცენტიან პარტნიორს შორის.

8.თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტისთვის ცნობილი იყო ინტერესთა კონფლიქტის არსებობისა და სააქციო საზოგადოების ნებართვის არარსებობის შესახებ, სააქციო საზოგადოებას აქვს ასეთი ხელშეკრულების შეცილების უფლება.

9.ინტერესთა კონფლიქტის წესების დაცვის მოვალეობის დარღვევისას სააქციო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს მოსთხოვოს მისი დარღვევით სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინტერესთა კონფლიქტის არარსებობისას გარიგება არსებითად იმავე პირობებით დაიდებოდა. სააქციო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ მოსთხოვოს საკუთარი ან მესამე პირის სახელით დადებული გარიგებიდან დამრღვევის მიერ მიღებული სარგებლის სააქციო საზოგადოებისთვის გადაცემა ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი ვალდებულია შესაბამისი ფაქტის შეტყობისთანავე აცნობოს საერთო კრებას ან სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო მართვის მონისტური სისტემის შემთხვევაში − საერთო კრებას ან სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს ისეთი დადებული ან დასადები გარიგების შესახებ, რომლის მიმართაც ის დაინტერესებული პირია, აგრეთვე მიუთითოს თავისი დაინტერესების ხასიათი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელმძღვანელი პირი დაინტერესებულ პირად მიიჩნევა, თუ ის ან მასთან დაკავშირებული პირი: ა) გარიგების მეორე მხარეა; ბ) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იმ სამეწარმეო საზოგადოების წილთა 50 პროცენტს ან 50 პროცენტზე მეტს, რომელიც გარიგების მეორე მხარეა; გ) პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს იმ სამეწარმეო საზოგადოების წილთა 50 პროცენტს ან 50 პროცენტზე მეტს, რომლის სულ მცირე 50-პროცენტიანი წილის მესაკუთრე გარიგების მეორე მხარეა; დ) არის იმ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირი ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც გარიგების მეორე მხარეა; ე) გარიგების შედეგად იღებს სარგებელს, რომელიც სამეწარმეო საზოგადოებაში წილის ფლობასთან ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრობასთან დაკავშირებული არ არის; ვ) დაინტერესებულ პირად მიიჩნევა წესდების თანახმად. 3. ამ კანონის მიზნებისთვის „დაკავშირებული პირი“ განიმარტება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. გარიგებას, რომელშიც დაინტერესებული პირი მონაწილეობს, წინასწარ ამტკიცებს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო  საბჭო,  ხოლო  მისი არარსებობის შემთხვევაში − საერთო კრება. დაინტერესებულ პირს ეკრძალება შესაბამის საკითხზე ხმის მიცემა სააქციო საზოგადოების ნებისმიერ ორგანოში. 5. თუ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობა დაინტერესებული პირია, გარიგებას საერთო კრება ამტკიცებს. 6. იმ გარიგების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებაში, რომელშიც დაინტერესებული პირი მონაწილეობდა, მითითებული უნდა იყოს ამ პირის დაინტერესების ხასიათი, მოცულობა და გარიგების სხვა მნიშვნელოვანი პირობები. 7. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ სააქციო საზოგადოებაზე, რომელსაც ჰყავს მხოლოდ ერთი პარტნიორი, რომელიც იმავდროულად სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი პირია, აგრეთვე იმ გარიგებაზე, რომელიც იდება სააქციო საზოგადოებასა და მის 100-პროცენტიან შვილობილ საწარმოს ან 100-პროცენტიან პარტნიორს შორის. 8. თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტისთვის ცნობილი იყო ინტერესთა კონფლიქტის არსებობისა და სააქციო საზოგადოების ნებართვის არარსებობის შესახებ, სააქციო საზოგადოებას აქვს ასეთი ხელშეკრულების შეცილების უფლება. 9. ინტერესთა კონფლიქტის წესების დაცვის მოვალეობის დარღვევისას სააქციო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს მოსთხოვოს მისი დარღვევით სააქციო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინტერესთა კონფლიქტის არარსებობისას გარიგება არსებითად იმავე პირობებით დაიდებოდა. სააქციო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ მოსთხოვოს საკუთარი ან მესამე პირის სახელით დადებული გარიგებიდან დამრღვევის მიერ მიღებული სარგებლის სააქციო საზოგადოებისთვის გადაცემა ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 207შემდეგი მუხლი 209

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აქციონერთა შეთანხმებები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ფასიანი ქაღალდების სამართლის შესაბამისობასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ნოე. 2025 · №13

  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 224მნიშვნელოვანი გარიგების დადების წესი
  • 193საერთო კრებაში მონაწილეობა
  • 182სააქციო საზოგადოების ორგანოთა სისტემა

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 16¹ინტერესთა კონფლიქტი და ინფორმაციის განცხადება

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 13ინტერესთა კონფლიქტი

კონკურენციის შესახებ

  • 21ინტერესთა კონფლიქტი

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 62ინტერესთა კონფლიქტი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 35გულისხმიერების ვალდებულება და ინტერესთა კონფლიქტი

მაუწყებლობის შესახებ

  • 11კომისიის წევრისა და მისი აპარატის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 26შეტყობინების ვალდებულება და ინფორმაციის გამოთხოვა

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 6ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

ფაქტორინგის შესახებ

  • 10შესაფერისობის კრიტერიუმები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16¹261166221352241931821310208
მნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…მეწარმეთა შესახებსაჯარო შესყიდვების შეს…კონკურენციის შესახებსურსათის/ცხოველის საკვ…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026