გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 2 (დანართი 1). გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის პირობები

რედაქცია №400კონსოლიდირებული · 8 ოქტ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №402 (06.11.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №400 (08.10.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან) ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის მიზნით მიმართოს შემოსავლების სამსახურს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

1¹.ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო, პირის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარმოდგენისთანავე.

2.ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელი (გარდა უცხოური საწარმოს/ორგანიზაციისა) ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს.

2¹.ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 28-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული მმართველობითი ფუნქციის განხორციელების დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს. ამასთანავე, ამ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ განცხადების წარმომდგენს უკვე მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, როგორც ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს, მას უნარჩუნდება თავდაპირველი რეგისტრაციისას მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი.

3.ფიზიკურ პირს, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, ან უცხოურ საწარმოს/ორგანიზაციას, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება, საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შეუძლია მიმართოს შემოსავლების სამსახურს. ამასთან, საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადების ფორმაში, სხვა რეკვიზიტებთან ერთად, მიეთითება მისი უცხოეთში საცხოვრებლის/ადგილსამყოფლის მისამართი.

4.საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) უფლებამოსილია წარმოშობილი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადახდისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშე, მიუთითოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი).

5.საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების წარმოშობისას ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის მიზნით მიმართოს შემოსავლების სამსახურს.

6.სატრანსპორტო საშუალების მფლობელი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვის პროცედურა ხორციელდება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად.

7.„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 54-ე პუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭებას და რეესტრის წარმოებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.

8.სახელმწიფო რეგისტრაცია/საგადასახადო აღრიცხვა გადასახადის გადამხდელს არ ათავისუფლებს სახელმწიფო რეგისტრაციამდე/საგადასახადო აღრიცხვამდე არსებული საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებებისგან. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 26 მარტის ბრძანება №98 – ვებგვერდი, 26.03.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 15 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 17.01.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 18.02.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 13 თებერვლის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 14.02.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან) ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის მიზნით მიმართოს შემოსავლების სამსახურს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 1 1 . ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო, პირის მიერ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციის წარმოდგენისთანავე. 2. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელი (გარდა უცხოური საწარმოს/ორგანიზაციისა) ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს. 2 1 . ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 28-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული მმართველობითი ფუნქციის განხორციელების დაწყებამდე საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურს. ამასთანავე, ამ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ განცხადების წარმომდგენს უკვე მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, როგორც ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს, მას უნარჩუნდება თავდაპირველი რეგისტრაციისას მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი. 3. ფიზიკურ პირს, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, ან უცხოურ საწარმოს/ორგანიზაციას, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება, საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შეუძლია მიმართოს შემოსავლების სამსახურს. ამასთან, საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადების ფორმაში, სხვა რეკვიზიტებთან ერთად, მიეთითება მისი უცხოეთში საცხოვრებლის/ადგილსამყოფლის მისამართი. 4. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) უფლებამოსილია წარმოშობილი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადახდისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშე, მიუთითოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი). 5. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების წარმოშობისას ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის მიზნით მიმართოს შემოსავლების სამსახურს. 6. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის საგადასახადო აღრიცხვის პროცედურა ხორციელდება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად. 7. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 54-ე პუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭებას და რეესტრის წარმოებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო. 8. სახელმწიფო რეგისტრაცია/საგადასახადო აღრიცხვა გადასახადის გადამხდელს არ ათავისუფლებს სახელმწიფო რეგისტრაციამდე/საგადასახადო აღრიცხვამდე არსებული საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულებებისგან. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №115 – ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 26 მარტის ბრძანება №98 – ვებგვერდი, 26.03.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 15 იანვრის ბრძანება №4 - ვებგვერდი, 17.01.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №306 - ვებგვერდი, 09.10.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 18.02.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 13 თებერვლის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 14.02.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2026 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁴⁶22318²23664395⁵23 (დ…1 (და…3 (და…5 (და…131122 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №400 · ბოლოს შემოწმდა