საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 79². განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საგადასახადო დეკლარაციის / გაანგარიშების წარდგენის გადავადება

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია გა აგრძელოს საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები.

2.საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამ კოდექსის 79 1 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ბრძანება უნდა ითვალისწინებდეს საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების წესს, ფორმასა და პროცედურებს. ბრძანება უნდა მოიცავდეს: ა) იმ გადასახადის გადამხდელთა განსაზღვრის პირობებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების კრიტერიუმებს; ბ) გადასახადებს, რომლებზედაც გავრცელდება საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადება; გ) პროცედურებს, რომელთა საშუალებითაც გადასახადის გადამხდელები ამ მუხლის საფუძველზე შეძლებენ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების მოთხოვნას და გადავადების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია გა აგრძელოს საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები. 2. საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამ კოდექსის 79 1 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ბრძანება უნდა ითვალისწინებდეს საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების წესს, ფორმასა და პროცედურებს. ბრძანება უნდა მოიცავდეს: ა) იმ გადასახადის გადამხდელთა განსაზღვრის პირობებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების კრიტერიუმებს; ბ) გადასახადებს, რომლებზედაც გავრცელდება საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადება; გ) პროცედურებს, რომელთა საშუალებითაც გადასახადის გადამხდელები ამ მუხლის საფუძველზე შეძლებენ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების მოთხოვნას და გადავადების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას. საქართველოს 2008 წლის  26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 1 იან. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 დეკ. 2004 – 1 იან. 2012 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
779¹18²1819127415345 (დ…37 (დ…75¹⁶ …86822479²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბიუჯეტო …საგადასახადო დავალიანე…