1.საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი, ან/და თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას.
1¹.საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენის გარეშე, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 1 წლით, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა არ აღემატება 50 000 ლარს.
1².ამ მუხლის პირველ და 1 1 პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოს უფროსი.
2.პირი აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მიზნით წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) პირის დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს; ბ) (ამოღებულია - 31.05.2021, №125) ; გ) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების პერიოდს.
3.განცხადებას უნდა დაერთოს: ა) (ამოღებულია - 31.05.2021, №125) ; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მოთხოვნის შემთხვევაში საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან ექსპერტის/აუდიტორის დასკვნა საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, ხოლო, თავდებობის გამოყენების შემთხვევაში ამ წესის №29 1 დანართის შესაბამისი განცხადება, რომელსაც უნდა ერთოდეს ამავე წესის 65 2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტი.
4.(ამოღებულია - 16.12.13, №395).
6.(ამოღებულია - 16.12.13, №395). საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №615 - ვებგვერდი, 20.12.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №395 - ვებგვერდი, 26.11.2013წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 ივნისის ბრძანება №198 - ვებგვერდი, 02.07.2014წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 4 მარტის ბრძანება N64 - ვებგვერდი, 04.03.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №272 - ვებგვერდი, 21.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს ბრძანება N269- ვებგვერდი, 14.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 მაისის ბრძანება №125 - ვებგვერდი, 01.06.2021წ.

