1.ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლება, გარდა ამ წესის 39 1 მუხლით გათვალისწინებული წესისა, შესაძლებელია განხორციელდეს ასევე, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტში ამ მიზნით გათვალისწინებული იქნება შესაბამისი პროგრამა/ქვეპროგრამა, ამავე პროგრამის/ქვეპროგრამის განხორციელების მიზნით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
2.ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების სახით შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისაგან (შენობა-ნაგებობათა მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა-ნაგებობის განთავსების წესის, ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვა) განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილების შეტანა.
3.თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება სრულად არეგულირებს საკითხს, რომელიც საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მიღებაზე ცალკე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღარ გამოიცემა და სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ჩაითვლება გაცემულად. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის დადგენილება №10-50 - ვებგვერდი, 10.05.2022 წ. თავი V 2 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-18 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენება

