1.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების ხელშეწყობის მიზნით, ამ თავით დადგენილი მაკომპენსირებელი ღონისძიების გათვალისწინებით, გამოიყენოს ხელშემწყობი ღონისძიებები. ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებისას, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმება.
2.ამ თავის მიზნებისათვის, ავარიულ შენობა-ნაგებობად მიიჩნევა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა, რომელიც ავარიულობის ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას, რაც დასტურდება შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხის (შესაბამისი კატეგორიით) დამადასტურებელი დოკუმენტით, გაცემული სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ან/და სხვა აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ.
3.ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებისათვის მაკომპენსირებელ ღონისძიებად განისაზღვრება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით შესაბამისი ფასის გადახდა.
4.ხელშემწყობი ღონისძიებების სახით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გადამეტება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის განთავსების მიზნით, გარდა კულტურული მემკვიდრეობის ზოგად დამცავ ზონებში (ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში, განაშენიანების რეგულირების ზონაში და ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში) არსებული მიწის ნაკვეთებისა.
5.მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებელი გადამეტებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გადამეტებულ ფართზე არ გავრცელდეს ამ წესით გათვალისწინებული სიმაღლესა და სართულიანობასთან დაკავშირებული რეგულაციები.
6.ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი არ არის შეზღუდული გადაწყვეტილების მიღების ვადებში. იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე უარის შესახებ, ეს გადაწყვეტილება აღარ საჭიროებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებას.
7.თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სრულად არეგულირებს საკითხს, რომელიც საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მიღებაზე ცალკე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღარ გამოიცემა და სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ჩაითვლება გაცემულად.
8.(ამოღებულია - 13.09.2024 №44-78);
9.ამ თავის მიზნებისათვის, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე დაინტერესებულ პირს შესაძლებელია წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მისი თანხმობით სხვა ნებისმიერი უფლებამოსილი პირი.
10.ობიექტის უსაფრთხოების მიზნით ან/და კერძო და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, დაინტერესებული პირისაგან მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ან გარკვეული პირობების შესრულება. ამ პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობა ან შესაბამისი პირობების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი.
10¹.ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადება უნდა წარედგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს.
11.ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების საფუძველია, მათ შორის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამები/ქვეპროგრამები. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-18 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის დადგენილება №25-36 - ვებგვერდი, 22.05.2023 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 იანვრის დადგენილება №36-5 - ვებგვერდი, 24.01.2024 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 12 ივლისის დადგენილება №42-59 - ვებგვერდი, 15.07.2024 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №44-78 - ვებგვერდი, 16.09.2024 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №60-74 - ვებგვერდი, 24.09.2025 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 აპრილის დადგენილება №11-30 - ვებგვერდი, 28.04.2026 წ.

