ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 39¹. ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენება

რედაქცია №75

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თბილისის ტერიტორიაზე არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებისა და მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, ავარიული შენობა-ნაგებობების მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნას ამ მუხლით და კანონმდებლობით განსაზღვრული ხელშემწყობი ღონისძიებები. ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებისას, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმება.

2.ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ ავარიულ შენობა-ნაგებობებზე, რომელთა ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება IV ან V კატეგორიას, ან თუ ეს შენობა-ნაგებობა, ავარიულობის ხარისხის კატეგორიის მიუხედავად, საფრთხის შემცველია და საჭიროებს დემონტაჟს.

3.ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების  მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს შენობა-ნაგებობაზე, თუ იგი არის არანაკლებ ორსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა.

4.ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების სახით შესაძლებელია, განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისაგან (შენობა-ნაგებობათა მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციური ზონა და მისი რეგლამენტი, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებით/განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნები, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები და სხვა) განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილების შეტანა.

4¹.ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების სახით: ა) საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის შეთანხმება, შესაძლებელია განხორციელდეს ფაქტობრივად არსებული სატრანსპორტო/საგზაო კავშირების გათვალისწინებით; ბ) შენობა-ნაგებობის განთავსებასთან დაკავშირებით შესაძლებელია განისაზღვროს, რომ ახალი შენობა-ნაგებობა, მათ შორის ღიობების მოწყობით, მიწის ნაკვეთზე განთავსდეს ისე, რომ მიწის ნაკვეთის საზღვრებიდან დაშორება არ იყოს იმაზე ნაკლები, რაც იყო არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის შემთხვევაში. ხოლო, თუ ახალი შენობა-ნაგებობის განთავსებით მცირდება ეს დაშორება მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრამდე, საჭიროა იმ მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა (მათ შორის, ღიობის მოწყობაზე), რომლის მხარესაც ეს გარემოება დგება.

5.ამ მუხლის მე-4 და 4 1 პუნქტებით გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებები გამოიყენება ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით გამოყენებულ ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე (მათ შორის, ავარიულ შენობა-ნაგებობად მიჩნეულ პირვანდელ საპროექტო ობიექტზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე, ამგვარი მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად წარმოშობილ მიწის ნაკვეთებზე, ასევე ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით გამოყოფილ ან გამოყენებულ სხვა ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე).

6.ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. გადაწყვეტილების მიღების ვადები არ არის შეზღუდული. იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე უარის შესახებ, ეს გადაწყვეტილება აღარ საჭიროებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებას.

7.თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სრულად არეგულირებს საკითხს, რომელიც საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მიღებაზე ცალკე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღარ გამოიცემა და სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ჩაითვლება გაცემულად.

8.ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებელია დაინტერესებული პირისაგან მოთხოვნილ იქნას საგარანტიო ღონისძიებების განხორციელება.

9.დაინტერესებული პირი/პირები, ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებისათვის დადგენილი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს: ა) ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ან ნასყიდობის ხელშეკრულებები, საკადასტრო რუკა, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია ან უნდა განთავსდეს ობიექტი ან მისი ნაწილი, სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის, სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია, აგრეთვე განმცხადებელსა და მესაკუთრეს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულება; ბ) ავარიული სახლის ყველა მესაკუთრის/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობა ავარიული სახლის ჩანაცვლების თაობაზე. ამასთან, თუ ავარიული სახლის მესაკუთრე პირთაგან რომელიმე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტია, მათი თანხმობა სავალდებულო არ არის; გ) საპროექტო ობიექტის ესკიზური გადაწყვეტა; დ) ფოტოსურათები; ე)  შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხის დამადასტურებელი დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ამ შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი არის IV ან V კატეგორიის, ან დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ეს შენობა-ნაგებობა, ავარიულობის ხარისხის კატეგორიის მიუხედავად, საფრთხის შემცველია და საჭიროებს დემონტაჟს. ამასთან, ეს დასკვნა გაცემული უნდა იქნეს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობა ავარიულობის საფუძვლით დემონტირებულია/დანგრეულია სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული დასკვნის საფუძველზე, დამატებითი დასკვნის წარმოდგენა სავალდებულო არ არის; ვ) ინფორმაცია, თუ რა ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს დაინტერესებული პირი;

10.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი იხილავს და ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების დასრულებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების შესახებ.

11.ავარიული სახლის ჩანაცვლების ფარგლებში აშენებულ ახალ შენობა-ნაგებობაში, ავარიული სახლის მესაკუთრეს/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს გადაეცემა არანაკლებ მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის ფართობის ტოლი ფართობი გარემონტებულ მდგომარეობაში. 11 ​1 . თუ ავარიული სახლის მესაკუთრის/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი ან ერთზე მეტი საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში საცხოვრებელი ფართები ჯამურად არის 15 კვადრატულ მეტრამდე, ავარიული სახლის მესაკუთრეს/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს მიეცემა კომპენსაცია თითოეული კვადრატული მეტრისათვის ამ მუხლის 13 ​​ ​1 პუნქტის „დ ​1 “ ქვეპუნქტის შესაბამისად ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება როგორც გასაცემი ფართი.

11².თუ ავარიული სახლის მესაკუთრის/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი ან ერთზე მეტი საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში საცხოვრებელი ფართები ჯამურად არის 15 კვადრატული მეტრი ან აღემატება 15 კვადრატულ მეტრს და არ არის 30 კვადრატულ მეტრზე მეტი, მაგრამ ახალ შენობა-ნაგებობაში, მისი გეგმარებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ზუსტად იმ კვადრატულობის საცხოვრებელი ფართის (ხოლო ერთზე მეტი საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში, დაჯამებული ოდენობით კვადრატული საცხოვრებელი ფართის) გამოყოფა რა საცხოვრებელ ფართ(ებ)საც ავარიული სახლის მესაკუთრე/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ფლობდა, ავარიული სახლის მესაკუთრეს/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს შესაძლებელია გადაეცეს გაზრდილი საცხოვრებელი ფართი იმ ოდენობამდე, რა ოდენობამდეც შეუძლებელია დამოუკიდებელი საკუთრების გაჩენა, მაგრამ არაუმეტეს 30 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართისა.

12.ავარიული სახლის ჩანაცვლებისას, ავარიული სახლის მესაკუთრეთა/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართად არ იანგარიშება: ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება; ბ) ავტოფარეხი; გ) სარდაფი; დ) სხვენის ფართობი, რომელიც არ გამოიყენება საცხოვრებლად/სამყოფად; ე) სხვენის (შენობის ბოლო სართულის გადახურვის ზემოთ, გარე კედლებსა და ქანობიანი ან ბრტყელი სახურავის ფერდ(ებ)ის შიდა ზედაპირებს შორის განლაგებული სივრცე) ფართობი იმ შემთხვევაშიც, თუ მისი საშუალო სიმაღლე იატაკიდან ჭერამდე 1.6 მეტრზე ნაკლებია.

12¹.იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება სახელმწიფოს მიერ გადაცემულია დევნილი ოჯახებისათვის და იგი რეგისტრირებულია როგორც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრება, ავარიული სახლის ჩანაცვლებისას საცხოვრებელ ფართად იანგარიშება  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრების ის ნაწილი, რომელიც კეთილმოწყობილია და ფაქტობრივად გამოიყენება საცხოვრებლად. აღნიშნული გარემოება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

12².ამ მუხლის 11 1 და 11 2 პუნქტები  ვრცელდება ამ მუხლის 12 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზეც.

13.არსებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ავარიული სახლის მესაკუთრეთა/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართად შესაძლებელია ჩაითვალოს ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფართი ან მისი ნაწილი, თუ იგი კეთილმოწყობილია და ფაქტობრივად გამოიყენება საცხოვრებლად. არსებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ავარიული სახლის მესაკუთრეთა/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართად შესაძლებელია ასევე ჩაითვალოს ამ მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფართი ან მისი ნაწილი, თუ იგი კეთილმოწყობილია და ფაქტობრივად გამოიყენება კომერციული დანიშნულებით.

13¹.ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრის დროს, გაითვალისწინება რომ: ა) მშენებლობის ღირებულება, მთლიანი სამშენებლო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს 300 აშშ დოლარს (ეკვივალენტი ლარში); ბ) ჩანაცვლებულ შენობა-ნაგებობაში მესაკუთრისათვის/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრისათვის გადასაცემი ფართის რემონტის საფასური თითოეული კვადრატული მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს 100 აშშ დოლარს (ეკვივალენტი ლარში); გ) ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების პერიოდში, ავარიული სახლის მესაკუთრის/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის (მიუხედავად იმისა, რამდენ საცხოვრებელ ფართს ფლობს ავარიული სახლის მესაკუთრე/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ავარიულ შენობა-ნაგებობაში) ბინის ქირის კომპენსაცია არ უნდა აღემატებოდეს თვეში 1500 ლარს; დ) ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით გამოყენებულ ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა-ნაგებობაში სარეალიზაციო ფართის ღირებულება არ უნდა იყოს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით გათვალისწინებულ ოდენობაზე ნაკლები; დ 1 ) ავარიული სახლის მესაკუთრისათვის/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრისათვის ამ მუხლის 11 1 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის სახით ასანაზღაურებელი თანხა თითოეული კვადრატული მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს ავარიული შენობა-ნაგებობის ადგილას აშენებულ შენობა-ნაგებობაში სარეალიზაციო ფართის ღირებულებას, რაც განისაზღვრება შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; დ 2 ) ამ მუხლის 11 2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავარიული სახლის მესაკუთრეს/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს შესაძლებელია გადაეცეს გაზრდილი ფართი იმ ოდენობამდე, რა ოდენობამდეც შეუძლებელია დამოუკიდებელი საკუთრების გაჩენა, მაგრამ არაუმეტეს 30 კვადრატული მეტრის ფართისა; ე) ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით გამოყენებულ ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შემთხვევაში, დემონტაჟის ღირებულება არ იანგარიშება. 13 ​2 . ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრის დროს, მშენებლობის ღირებულებისათვის ამ მუხლის 13 ​1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობა, გაითვალისწინება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება წარმოდგენილი სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა. 13 ​3 . ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრის დროს, ფართის რემონტისათვის ამ მუხლის 13 ​1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობა, გაითვალისწინება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება წარმოდგენილი სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა. 13 ​4 . ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრის დროს, ბინის ქირის კომპენსაციისათვის ამ მუხლის 13 ​1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობა, გაითვალისწინება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება წარმოდგენილი სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა. ამასთან, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით, ბინის ქირის კომპენსაციის ოდენობა შეფასებული უნდა იქნას  ავარიული შენობა-ნაგებობის მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი ბინების 1 კვადრატული მეტრის ქირის საშუალო საბაზრო ღირებულების მიხედვით“.

13⁵.ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიების სახით განსაზღვრული კ-2 კოეფიციენტის ნაწილის, ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე  სხვა მიწის ნაკვეთზე გადატანისას, კ-2 კოეფიციენტის გადატანა გამოითვლება შემდეგი ფორმულით: (S 1 * P 1 * K 21 * K 11 ) K 22 =  ------------------------ (S 2 * P 2 * K 1 ) სადაც: K 22 არის გადატანილი კ2-ის ოდენობა; S 1 არის იმ მიწის ნაკვეთის ფართობი, საიდანაც ხდება  კ2-ის გადატანა; P 1 არის იმ მიწის ნაკვეთის  1 მ​​ 2 მიწის ფასი (რომელიც დგინდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით), საიდანაც ხდება კ2-ის გადატანა; K 21 არის იმ მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი, სადაც ხდება კ2-ის გადატანა; K 11 არის გადასატანი კ2-ის ოდენობა; S 2 არის იმ მიწის ნაკვეთის ფართობი, სადაც ხდება კ2-ის გადატანა; P 2 არის იმ მიწის ნაკვეთის 1 მ​​ 2 მიწის ფასი (რომელიც დგინდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით), სადაც ხდება კ2-ის გადატანა; K 1 არის იმ მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი, საიდანაც ხდება კ2-ის გადატანა.

13⁶.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კ-2 კოეფიციენტის გამოთვლას უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარებისათვის პოლიტიკის შემუშავებაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეული.

14.ჩანაცვლებულ შენობა-ნაგებობაში მესაკუთრისათვის/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრისათვის გადასაცემი ფართის რემონტი მოიცავს შემდეგ სამუშაოებს: ა) ელექტრო ფარის, ჩამრთველების და როზეტების მოწყობას; ბ) აივნების, სამზარეულოსა და სააბაზანოში კედლებსა და იატაკებზე კერამიკული ფილების გაკვრა-დაგებას, სააბაზანოში ჭერის მოწყობას; გ) იატაკის მოწყობას (ლამინატი, პარკეტი ან კაფელი) და პლინტუსების მონტაჟს; დ) კედლებისა და ჭერის საბოლოო დამუშავებას (თაბაშირის ფითხით დამუშავება, გასწორება, შეღებვა ან შპალერის გაკვრა); ე) ფართის შიდა ღიობებში კარების ჩასმას; ვ) ფანჯრის რაფების მოწყობას (შიდა მხარეს).

14¹.ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრის შემთხვევაში, პირობად განისაზღვროს, რომ ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის უფლება გაიცეს მხოლოდ ახალ მშენებლობის ნებართვასთან ერთად.

15.ობიექტის უსაფრთხოების მიზნით ან კერძო და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დაინტერესებული პირისაგან მოთხოვნილ იქნას დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ან გარკვეული პირობების შესრულება. ამ პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობა ან შესაბამისი პირობების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი.

16.ამ მუხლის მიზნებისათვის დაინტერესებულ პირს შესაძლებელია, წარმოადგენდეს პირვანდელი მესაკუთრე/დამკვეთი, ასევე სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომლის კანონიერი ინტერესი დასტურდება როგორც ინდივიდუალურად, ასევე საერთო/თანაზიარი უფლების/ინტერესის სახით.

17.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის ზოგად დამცავ ზონაში (ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში, განაშენიანების რეგულირების ზონაში და ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში) არსებულ შენობა-ნაგებობებზე და მიწის ნაკვეთებზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 9 ივნისის დადგენილება №58-62 - ვებგვერდი, 11.06.2020 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 10 ივნისის დადგენილება №11-59 - ვებგვერდი, 13.06.2022 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის დადგენილება №14-88 - ვებგვერდი, 12.09.2022 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №18-116 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის დადგენილება №21-2 - ვებგვერდი, 30.01.2023 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-18  - ვებგვერდი, 20.03.2023 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის დადგენილება №25-36 - ვებგვერდი, 22.05.2023 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №35-110 - ვებგვერდი, 28.12.2023 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 მარტის დადგენილება №10-20 - ვებგვერდი, 25.03.2026 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 აპრილის დადგენილება №11-30 - ვებგვერდი, 28.04.2026 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 18 მაისის დადგენილება №12-35 - ვებგვერდი, 19.05.2026 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №16-62 - ვებგვერდი, 10.08.2026 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
39³39²39⁶141¹¹92141³72 (დ…6519 (დ…35639¹
მნიშვნელობით ახლოსქ. თბილისის მუნიციპალი…ქალაქ თბილისის მუნიციპ…საქართველოს სივრცის და…ტერიტორიების გამოყენებ…განსაკუთრებული მნიშვნე…დედაქალაქის მიწათსარგე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა