ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 39⁵. მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით შესაბამისი ფასის გადახდა

რედაქცია №75

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დაინტერესებულმა პირმა, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით შესაბამისი ფასის გადახდის სანაცვლოდ ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაურთოს: ა) ინფორმაცია იმ მიწის ნაკვეთის შესახებ, სადაც ითხოვს ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას; ბ) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შესახებ, რომელიც განისაზღვრება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. ამასთან, მიწის ნაკვეთი უნდა იყოს შეფასებული ვაკანტურ მდგომარეობაში, მასზე დადგენილი (მათ შორის, სპეციალური ზონალური შეთანხმებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტის (კ-1), მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) და მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტის (კ-3) გათვალისწინებით; გ) ინფორმაცია, თუ რა ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს დაინტერესებული პირი.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასკვნა, არ უნდა იყოს გაცემული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენამდე 1 წელზე გვიან.

3.მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით გათვალისწინებული გადასახდელი ფასის ოდენობას, ხელშემწყობი ღონისძიებების გათვალისწინებით განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით.

3¹.მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით გათვალისწინებული გადასახდელი ფასის ოდენობა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით და საანგარიშო ფორმულით: X= L*S*(K2 1 – K2)/K2 სადაც: ა) X არის ბიუჯეტში გადასახდელი ფასის ოდენობა; ბ) L არის 1მ 2 მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასი; გ) S არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი. დ) K2 არის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი; ე) K2 1 არის მიწის ნაკვეთისათვის მოთხოვნილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი. 3 ​2 . ამ მუხლის 3 ​1 პუნქტის შესაბამისად, ფასის ოდენობას გამოითვლის ეკონომიკური განვითარებისათვის პოლიტიკის შემუშავებაზე უფლებამოსილი მერიის სტრუქტურული ერთეული.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფასის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ანგარიშზე ჩარიცხვა განხორციელდეს მშენებლობის ნებართვის მიღებამდე, მაგრამ არაუგვინეს 6 თვისა, ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებიდან.

5.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებულ ავარიულ შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას/ჩანაცვლებას თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 თებერვლის დადგენილება №37-17 - ვებგვერდი, 21.02.2024წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 სექტემბრის დადგენილება №44-78 - ვებგვერდი, 16.09.2024 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 მარტის დადგენილება №10-20 - ვებგვერდი, 25.03.2026 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 აპრილის დადგენილება №11-30 - ვებგვერდი, 28.04.2026 წ. თავი V 3 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის დადგენილება №23-18 - ვებგვერდი, 20.03.2023 წ. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, კერძო საკუთრებაში არსებული ავარიული შენობა- ნაგებობების გასხვისების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4613¹39³16⁶39⁸141¹¹51137¹9106439⁵
მნიშვნელობით ახლოსქ. თბილისის მუნიციპალი…ქალაქ თბილისის მუნიციპ…გარემოსდაცვითი პასუხის…კულტურული მემკვიდრეობი…საქართველოს სივრცის და…ადგილობრივი მოსაკრებლე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა