ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 30. მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსება

რედაქცია №75

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მიჯნის ზონა წარმოადგენს  მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელიც მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვრებიდან დაშორებულია 3,0 მეტრ მანძილზე ნაკლებით.

2.მიწის ნაკვეთის ის ნაწილი (ფართობი), რომელიც მოქცეულია საზოგადოებრივი საზღვრ(ებ)ის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვარსა/საზღვარებსა და ამ მუხლის შესაბამისად დადგენილ წითელ ხაზ(ებ)ს შორის, არის მიჯნის ზონის ნაწილი, რომელსაც  მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების მიზნებისათვის ეწოდება  მიწის ნაკვეთის უკანა ეზო. 2 ​1 . წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტი არ გავრცელდეს ამ წესების მე-15 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული განაშენიანების რეგულირების გეგმების ფარგლებში, საპროექტოდ სსზ-1, სსზ-2 ფუნქციური ზონებით განვითარებისას, საპროექტო არეალში მონაწილე ერთმანეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე განთავსებული არასაცხოვრებელი ფუნქციის შენობის/შენობის ნაწილისთვის.

3.ცალკეულ გეგმარებით შემთხვევებში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც  მიწის ნაკვეთს, რომელსაც აქვს ერთმანეთის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე)  საზოგადოებრივი საზღვრები ან/და მხოლოდ ერთი მხრიდან სამეზობლო საზღვარი, მაშინ მასზე შენობის განთავსებისათვის  მიწის ნაკვეთზე უკანა ეზოს განსაზღვრა არ ხდება.

4.მიწის ნაკვეთზე, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად  მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს განსაზღვრის მიზნით დგინდება განაშენიანების რეგულირების ხაზ(ებ)ი (წითელი ხაზ(ებ)ი).

5.იმ შემთხვევაში, როდესაც  მიწის ნაკვეთი მხოლოდ ერთი მხრიდან ესაზღვრება ქუჩას ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეს, მაშინ საზოგადოებრივი საზღვრის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვრ(ებ)იდან წითელი ხაზ(ებ)ი უნდა დადგინდეს 3.0 მეტრ მანძილზე.

6.იმ შემთხვევაში, როდესაც  მიწის ნაკვეთი ესაზღვრება ორ ურთიერთგადამკვეთ ქუჩას ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეს, მაშინ საზოგადოებრივი საზღვრების მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვრ(ებ)იდან წითელი ხაზ(ებ)ი უნდა დადგინდეს 3.0 მეტრ მანძილზე ურთერთგადაკვეთამდე.

7.თუ  მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრის კონტურის გამო არ ხერხდება ამ მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი საზღვრის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვრის გამოყოფა და აქედან გამომდინარე,   მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს დასადგენად ვერ ხერხდება წითელი ხაზ(ებ)ის დადგენა, მაშინ მიწის ნაკვეთზე შენობის განთავსება  უნდა მოხდეს ამ მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად.

8.მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება დაუშვებელია, გამონაკლისს წარმოადგენს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პირობები.

9.დასაშვებია,  მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება იმ შემთხვევაში, თუ ამ  მიწის ნაკვეთის მომიჯნავე  მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე განთავსებულია შენობა, ან განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებულია შენობის განთავსება, ისე რომ დაცული იქნეს ამ მუხლის მოთხოვნები იმ სხვა მოსაზღვრე  მიწის ნაკვეთ(ებ)ის მიმართ, რომელთა უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობა არ არის განთავსებული ან განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული.

10.მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში განთავსებულად ითვლება შენობა ან მისი ნაწილი, რომელიც სამეზობლო საზღვრიდან 3.0 მეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული.

11.შენობის საანგარიშო ზედაპირის ან მისი ნაწილის განთავსება მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში დასაშვებია სამეზობლო საზღვრის მხარეს ღიობის, ასევე აივნის, ერკერის და ტერასის გარეშე, გარდა შენობის ბოლო სართულისა და ბოლო სართულის გადახურვაზე მოწყობილი ტერასისა. ეს პირობა არ ეხება ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს.

12.მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონაში შენობაზე, სამეზობლო საზღვრიდან არანაკლებ 0.6 მეტრის დაშორებით შესაძლებელია მოეწყოს ღიობი, ასევე აივანი და ერკერი, თუ შენობის საანგარიშო ზედაპირი, რომელზეც ასეთი ნაწილები არის განლაგებული, სამეზობლო საზღვრის შვეულ წარმოსახვით სიბრტყესთან ქმნის 75 გრადუსიდან 90 გრადუსის ჩათვლით კუთხეს.

13.სამეზობლო საზღვარზე ცეცხლგამძლე ყრუ საზიარო ღობის ან მიწის ნაკვეთის ფარგლებში, მიჯნის ზონაში, ცეცხლგამძლე ყრუ ღობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მიჯნის ზონაში მდებარე შენობის კედელში ფანჯრის, კარის ან სხვა ღია ნაწილების მოწყობა იმ პირობით, რომ მათი ზედა ნიშნული იქნება ღობის ზედა ნიშნულზე 0,6 მ-ით დაბლა. ასეთი კედლის დემონტაჟის შემთხვევაში, თუ არ მოხდა მისი აღდგენა გონივრულ ვადაში, მაშინ მიჯნის ზონაში არსებული ღია ნაწილები უნდა შეივსოს არაწვადი სამშენებლო მასალით.

14.თუ შენობის საანგარიშო ზედაპირი განთავსებულია მიჯნის ზონის დაცვით, დასაშვებია შენობის საანგარიშო ზედაპირზე ან მის ნაწილზე მოწყობილი აივნის, ერკერის, გარე კიბის, პანდუსის, მათი გადახურვების და სხვა მსგავსი არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნაწილების მიჯნის ზონაში შეჭრა, თუ ამ ნაწილების საანგარიშო ზედაპირიდან გამოწევა არ აღმატება 1,2 მეტრს, ხოლო მათი კიდიდან სამეზობლო საზღვრამდე უმოკლესი მანძილი შეადგენს არანაკლებ 1,8 მეტრს. თუ ამგვარი ნაწილების საანგარიშო ზედაპირიდან გამოწევა აღმატება 1,2 მეტრს, მაშინ მიჯნის ზონა აითვლება ასეთი ნაწილების კიდიდან.

15.შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს ღიობის საანგარიშო ზედაპირზე მოწყობის სიმაღლე დამოკიდებულია შენობის სამეზობლო საზღვრის მხარეს არსებულ საანგარიშო ზედაპირსა და სამეზობლო საზღვრის წარმოსახვით ვერტიკალურ სიბრტყემდე უმოკლეს დაშორებაზე ქვემოთ მოცემული ჩამონათვალის შესაბამისად: ა) 3.0 მ-დან 10 მ-მდე  დაშორების შემთხვევაში – შემდეგი ფორმულით: დაშორება გაყოფილი 0.4-ზე; ბ) 10 მ-ზე მეტი დაშორების შემთხვევაში – საანგარიშო ზედაპირის მაქსიმალურ სიმაღლემდე; გ) განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, თუ ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ორი შენობა-ნაგებობა,  ძირითად შენობა-ნაგებობაზე ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები არ გავრცელდეს დამხმარე შენობა-ნაგებობის სახურავის/კეხიდან 5 მეტრის ზემოთ. დ) ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები არ გავრცელდეს წინამდებარე წესების მე-15 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე, იმ პირობით, რომ ერთ ან სხვადასხვა საკადასტრო ერთეულზე განთავსებულ შენობებს შორის დაშორება განისაზღვრება ჯამში  არანაკლებ 20 მეტრისა.

16.სამეზობლო საზღვრიდან 5.0 მეტრამდე მანძილზე დაუშვებელია შენობის ნაწილის  კონსტრუქციად და მოსაპირკეთებლად წვადი სამშენებლო მასალების გამოყენება. აღნიშნული პირობა ასევე ეხება შენობის იმ ნაწილს, რომელიც საზოგადოებრივ საზღვრის მხარეს არის განთავსებული, იმ შემთხვევაში, როდესაც ქუჩის სიგანე 5.0 მ-ზე ნაკლებია.

17.მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონაში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვით ასევე დასაშვებია: ა) დამხმარე შენობა-ნაგებობის (მაგ.: შენობა-ნაგებობის შესასვლელი კიბეებისა და პანდუსების მოწყობა და მათი გადახურვა ნალექებისაგან მათი დაცვის მიზნით, ავტოსადგომები, ტერასები, ბავშვებისათვის ღია სათამაშო მოედნები, ინვენტარის შესანახი სათავსო, ფარდული, გარაჟი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, შინაური ცხოველებისა და ფრინველთა სადგომები დასახლებათა იმ ზონებში, სადაც ასეთი ნებადართულია და სხვა მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობები) განთავსება, რომლის სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან არ აღემატება 3.5 მეტრს, ხოლო ქანობიანი სახურავის შემთხვევაში კეხამდე 5.0 მეტრს; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ისეთი დამხმარე შენობა-ნაგებობების განთავსება, რომელთა სიმაღლე გრუნტის ზედაპირიდან კეხამდე აღემატება 5.0 მეტრს. ამ შემთხვევაში მათზე ვრცელდება ამ წესით დადგენილი, მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების და მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის პირობები.

18.სამეზობლო მიჯნის ზონაში აშენებულ შენობაზე სამეზობლო საზღვრის მხარეს მოწყობილი კარი, ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაბრკოლებად მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონაში ამ თავის მოთხოვნათა დაცვით ახალი შენობ(ებ)ის მშენებლობისას.

19.იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მიწის ნაკვეთი არ იძლევა ამ თავის   მოთხოვნათა დაცვით შენობათა განთავსების შესაძლებლობას, მაშინ მასზე  შენობ(ები)ა უნდა განთავსდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე.

20.ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის განთავსებისას შესაძლებელია მოხდეს საკადასტრო საზღვრებზე გადაცდენა სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე გადასვლით, შესაბამისი მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 თებერვლის დადგენილება №54-39 - ვებგვერდი, 04.03.2020 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 29 მარტის დადგენილება №38-26 - ვებგვერდი, 02.04.2024 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №43-72 - ვებგვერდი, 19.08.2024 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის დადგენილება №58-63 - ვებგვერდი, 29.07.2025 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9-15 - ვებგვერდი, 26.02.2026 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 აპრილის დადგენილება №11-30 - ვებგვერდი, 28.04.2026 წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4

ყველა გადაწყვეტილება
  • დაუშვებლობა (T5)

    მიწის ნაკვეთის გამიჯვნაზე უარისა და ადმინისტრაციული საჩივრის უარყოფის აქტების ბათილობა და თანხმობის გაცემის დავალება

    დავა შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უარს მიწის ნაკვეთის გამიჯვნაზე დადებითი პოზიციის გაცემასთან დაკავშირებით. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში არასწორკუთხა ნაკვეთის სიგანე საზოგადოებრივი სივრცის ან ქუჩის მხარეს არსებული ყველა საზღვრის გაბარიტული ზომის შეკრებით განისაზღვრება. სასამართლოს შეფასებით, გამიჯნული ნაკვეთების მომავალში გასხვისების შემთხვევაში სამეზობლო საზღვრების შესაძლო დარღვევა ამ კონკრეტულ გარემოებებში უარის საფუძველი არ იყო. საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

  • დაუშვებლობა (T5)

    საცხოვრებელ სახლზე მიშენებული ფართის ლეგალიზების აქტის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ მერის ბრძანების ბათილობა

    დავა შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებას, რომლითაც საცხოვრებელ სახლზე მიშენებული ფართის ლეგალიზების აქტი ნაწილობრივ გაუქმდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ორგანომ მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა გამოიკვლიოს და აღმჭურველი აქტის გაუქმებისას დაპირისპირებული ინტერესები შეაფასოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მერის ბრძანებაში სათანადოდ არ იყო დასაბუთებული მომიჯნავის ინტერესისთვის არსებითი ზიანისა და მოსარჩელის ინტერესზე მისი უპირატესობის საკითხი. მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.

  • დაუშვებლობა (T5)

    მერიის ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც გაუქმდა კარის ღიობის მოწყობის დამადასტურებელი გადაწყვეტილება

    დავა შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებას, რომლითაც ბათილად გამოცხადდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მომიჯნავე ფართების დამაკავშირებელი კარის ღიობის მოწყობის დამადასტურებელი გადაწყვეტილება. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის გარემოებებში მიჯნის ზონის შეზღუდვის გამოყენება გაუმართლებლად შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას, ხოლო დაგეგმილი სამუშაოები ამხანაგობის წევრთა თანხმობას არ საჭიროებდა. სასამართლომ ასევე გაიზიარა აღმჭურველი აქტის მიმართ კანონიერი ნდობის დაცვის შესახებ მსჯელობა. მერიისა და მესამე პირის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა მერიის ბრძანების ბათილად ცნობის გადაწყვეტილება.

  • №ბს-848(კ-20)2022-02-2439
    დაუშვებლობა (T5)

    მერიის ბრძანების ნაწილობრივი ბათილობა ფანჯრის ღიობის ლეგალიზების გაუქმების ნაწილში

    დავა შეეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებას, რომლითაც ფანჯრის ღიობის ლეგალიზება გაუქმდა. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ არქიტექტურის სამსახურს არსებითი გარემოებები სათანადოდ არ გამოუკვლევია, ხოლო მერიამ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას ეს გარემოებები შეაფასა. სასამართლოს თანახმად, მიჯნის ზონაში სამეზობლო საზღვრის მხარეს ღიობი დასაშვებია მხოლოდ დადგენილი გამონაკლისების ფარგლებში, რომლებიც ამ საქმეში არ არსებობდა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
382931327492695539 (დ…41 (დ…43 (დ…10730
მნიშვნელობით ახლოსტერიტორიების გამოყენებ…საქართველოს სივრცის და…ქ. თბილისის მუნიციპალი…განსაკუთრებული მნიშვნე…კანონი საქართველოს საბ…კულტურული მემკვიდრეობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა