Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებმუხლი 12

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 12

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: ა) წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასამტკიცებლად საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტს და აპარატის დებულებას. რეგლამენტსა და აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მოთხოვნის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს; ბ) ანაწილებს საქმეებს და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომისთვის ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს ამ კანონით დადგენილი წესით; გ) წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის კანდიდატურებს; დ) საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესით იწვევს პლენუმს, უძღვება მის სხდომებს, ხელს აწერს პლენუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას, განჩინებას, დასკვნას, საოქმო ჩანაწერსა და სხდომის ოქმს; ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში სტაჟირების გავლის წესს; ე) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის საქმიანობას; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის მოხელეებსა და სტაჟიორებს; შრომით ხელშეკრულებებს დებს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებთან; განსაზღვრავს სტაჟიორის ანაზღაურების ოდენობას; ვ) განკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს საბიუჯეტო ასიგნებებს; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარუდგენს ინფორმაციას საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის ორგანული კანონი №3711- სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.367 საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4390 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №5161 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №170 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 14 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ოქტ. 2016 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 10 აგვ. 2018
  2. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  3. 12 იან. 2017
  4. 1 ოქტ. 2016· გამოქვეყნდა 4 ივნ. 2016
  5. 25 ოქტ. 2010

    პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს დაემატა სტაჟირების წესის დამტკიცება, ხოლო „ე“ ქვეპუნქტში თავმჯდომარის უფლებამოსილება გავრცელდა სტაჟიორებზე და მას დაემატა სტაჟიორის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა.

  6. 6 ივლ. 2010
  7. 5 მარ. 2002

    12-ე მუხლის პირველ პუნქტში „ა“ ქვეპუნქტი მოიცავს აპარატის დებულებასაც, „დ“ ქვეპუნქტში ხელმოწერის ობიექტებს დაემატა საოქმო ჩანაწერი, „ე“ ქვეპუნქტში კი აპარატზე უფლებამოსილება საერთო ხელმძღვანელობად ჩამოყალიბდა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 ოქტ. 2025 · №38

  • 7 ცვლილება · ბოლო 10 აგვ. 2018
  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 10
  • 14
  • 27⁵

საქართველოს კონსტიტუცია

  • 60საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 25სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
  • 18უზენაესი სასამართლოს პლენუმი
  • 21უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 182საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა
  • 21პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 306საკასაციო სხდომა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 139საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23⁴საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6023⁴101427⁵3062518211391822112
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს კონსტიტუცი…საერთო სასამართლოების …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს სისხლის სა…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 ოქტ. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026