Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 231

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 231. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსადმი

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სხდომის გახსნისას და სათათბირო ოთახში გასვლამდე სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აძლევს განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას, ამ კოდექსს და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს. ეს განმარტებები ნაფიც მსაჯულებს წერილობითაც გადაეცემათ.

2.აღნიშნული განმარტებები წერილობითი სახით გონივრული ვადით ადრე უნდა გადაეცეთ მხარეებს. ისინი უფლებამოსილი არიან სხდომის თავმჯდომარეს მიმართონ მასში ცვლილებების და დამატებების შეტანის შუამდგომლობით. თუ მხარეები ამ უფლებას არ გამოიყენებენ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლამდე, სხდომის თავმჯდომარის განმარტებათა სამართლიანობა და კანონიერება არ შეიძლება გახდეს საკასაციო საჩივრის საფუძველი.

3.სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სათათბირო ოთახში გასვლის წინ ნაფიც მსაჯულებს მოკლედ განუმარტოს სხდომაზე განხილული ყველა მტკიცებულების შეფასების წესი. იგი აღნიშნულ განმარტებებს იძლევა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით. განმარტებისას სხდომის თავმჯდომარეს ეკრძალება რაიმე ფორმით თავისი პირადი შეხედულების გამოხატვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადაწყვეტაც ნაფიც მსაჯულთა კომპეტენციას განეკუთვნება.

4.სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს: ა) ბრალდების შინაარსს და მის სამართლებრივ საფუძველს; ა 1 ) ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დადასტურების აუცილებლობას, ამ ქმედების ობიექტური შემადგენლობის თითოეული ელემენტის არსებობის დამტკიცების ჩათვლით; განზრახვისა და გაუფრთხილებლობის არსსა და მნიშვნელობას; მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხავ გარემოებებს; ბ) მტკიცებულებათა შეფასების ძირითად წესს; გ) უდანაშაულობის პრეზუმფციის ცნებას, იმ გარემოებას, რომ ყოველგვარი გონივრული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება, აგრეთვე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შინაარსს; დ) რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი სხდომის თავმჯდომარის მიერ განმარტებულ კანონს და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას უნდა ემყარებოდეს; ე) რომ სხდომის მიმდინარეობისას მათ უფლება აქვთ, აწარმოონ და გამოიყენონ ჩანაწერები; ვ) რომ ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სასამართლო პროცესის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში სხვისი მითითებით, რომ ვერდიქტი არ უნდა იქნეს გამოტანილი ვარაუდის საფუძველზე ან დაუშვებელ მტკიცებულებათა გამოყენებით; ზ) თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე ვერდიქტის გამოტანის წესს; თ) რომ ჯერ კენჭი უნდა უყარონ ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით; ი) რომ მათ ხელი უნდა მოაწერონ თითოეული ბრალდებისათვის წარდგენილი ვერდიქტის ფორმებიდან მხოლოდ ერთს – გამამართლებელი ან გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმას.

5.სხდომის თავმჯდომარე განმარტებას ამთავრებს ნაფიცი მსაჯულებისათვის იმის შეხსენებით, რომ მათ ფიცი დადეს.

6.სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მოსმენის შემდეგ ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, სხდომის თავმჯდომარეს წერილობით დაუსვან დამატებითი შეკითხვები. დამატებითი განმარტებების მიცემა ხდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით.

7.სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუმარტოს ნაფიც მსაჯულებს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა ჩაიდინა შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის შემადგენლობის გარკვეულ ელემენტებსაც შეიცავს წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული. ამ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულებს დამატებით წარედგინებათ გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად და მოსამართლე მათ განუმარტავს, თუ რა არის საერთო და განმასხვავებელი ბრალდებით გათვალისწინებულ დანაშაულსა და მეორე − შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაულს შორის. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5591 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

წინა მუხლი 230¹შემდეგი მუხლი 232

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 235ნაფიც მსაჯულთა უფლებანი
  • 236ნაფიც მსაჯულთა (სათადარიგო მსაჯულთა, მსაჯულობის კანდიდატთა) მოვალეობანი
  • 257დამატებითი განმარტებების მიღება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 27⁵—
  • 32—
  • 12—

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 210სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყება
  • 257გადაწყვეტილების გამოტანა
  • 214სასამართლო შემადგენლობის გამოცხადება და აცილების უფლების განმარტება

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 25სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 76პლენარული სხდომის თავმჯდომარე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 61პლენარული სხდომის თავმჯდომარე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21025721427⁵3212235236257256176231
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს სამოქალაქო…საერთო სასამართლოების …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026