Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 25

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 25. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე: ა) განიხილავს საქმეებს; ბ) ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სასამართლოს მენეჯერის, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, სასამართლოს მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო სხდომის მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს უფარდებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; გ) (ამოღებულია - 17.12.2025, №1252) ; დ) (ამოღებულია - 17.12.2025, №1252) ; ე) ორგანიზებას   უწევს   სასამართლოს   მუშაობას; ვ) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას, უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სხდომის დარბაზში ცალკეული საგნის შეტანის აკრძალვა; ასევე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა; ზ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია, წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნისას − სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის არყოფნისას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით.

3.სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად არის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523 - სსმ I,  № 46 , 04 . 0 8 . 20 10 წ., მუხ. 286 საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4389 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №169 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2017 წლის 16 ივნისის ორგანული კანონი №1050 - ვებგვერდი, 22.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2034 - ვებგვერდი, 29.03.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

რედაქციების შედარება

1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე: ა) პირადად განიხილავს საქმეებს; ბ) ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სასამართლოს მენეჯერის, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსის, სასამართლოს მანდატურის, მოსამართლის თანაშემწისა და სასამართლო სხდომის მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს უფარდებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; გ) (ამოღებულიასაქართველოს -კანონმდებლობით 17.12.2025,დადგენილი №1252)წესით ;უზრუნველყოფს მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; დ) (ამოღებულიაახორციელებს -ამ 17.12.2025,კანონის №1252)23-ე ;მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას; ე) ორგანიზებას   უწევს   სასამართლოს   მუშაობას; ვ) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას, უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სხდომის დარბაზში ცალკეული საგნის შეტანის აკრძალვა; ასევე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა; ზ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია, წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2.  სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებასმოვალეობას ახორციელებსასრულებს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნისას − სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის არყოფნისას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით. 3. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იმავდროულად არის სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის წევრი და შეიძლება იყოს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის/საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523 - სსმ I,  № 46 , 04 . 0 8 . 20 10 წ., მუხ. 286 საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4389 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №169 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2017 წლის 16 ივნისის ორგანული კანონი №1050 - ვებგვერდი, 22.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2034 - ვებგვერდი, 29.03.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025
  2. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  3. 11 მარ. 2025
  4. 29 აპრ. 2022
  5. 20 დეკ. 2018
  6. 29 მარ. 2018
  7. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
  8. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  9. 21 თებ. 2017
  10. 4 აგვ. 2010
წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-04 · №61

0
ციტირებულია მუხლი
10
ცვლილება
ბოლო 2025-12-18
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 26სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის/მოადგილის უფლებამოსილება
  • 24სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება
  • 56სასამართლოს აპარატი, სასამართლოს მენეჯერი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 12—

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 19უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები
  • 37კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილებები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 21პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 373საქმის მომზადება სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 13უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები
  • 30კომიტეტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის უფლებამოსილებები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 23სასამართლო სხდომის თავმჯდომარე

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 24¹სააპელაციო საბჭო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
373122326245624¹133019372125
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს საკონსტიტუ…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს სამოქალაქო…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026