1.საკონსტიტუციო სასამართლო წინასწარ ატყობინებს მოსარჩელეს, კონსტიტუციური წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს განმწესრიგებელი სხდომის გამართვის თარიღს.
2.საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, ხოლო მოსარჩელის, წარდგინების ავტორის ან მათი წარმომადგენლების წერილობითი განცხადების საფუძველზე − ვალდებულია, განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოსარჩელე, წარდგინების ავტორი, მათი წარმომადგენლები და ინტერესების დამცველები და მოისმინოს მათი განმარტებები ამ კანონის 31 3 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე.
3.საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოპასუხე, მისი წარმომადგენელი, ინტერესების დამცველი და მოისმინოს მათი განმარტებები.
4.ამ კანონის 25-ე მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, ხოლო მხარეთა, წარდგინების ავტორთა ან მათი წარმომადგენლების წერილობითი განცხადების საფუძველზე − ვალდებულია, განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოსარჩელე, წარდგინების ავტორი, მოპასუხე, მათი წარმომადგენლები, ინტერესების დამცველები და მოისმინოს მათი განმარტებები.
5.საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის შესახებ დგება ოქმი ამ კანონის 43 1 მუხლით დადგენილი წესით.
6.ეს მუხლი არ ვრცელდება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება ან საოქმო ჩანაწერი მიღებიდან 2 დღის ვადაში ეგზავნებათ მხარეებს. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.
