1.სასამართლო სხდომა სამუშაო დღის განმავლობაში შეუწყვეტლად მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებთან შეთანხმებით, სხდომა ნებისმიერ დროს გამართოს.
2.სასამართლო უფლებამოსილია გადადოს ან შეაჩეროს საქმის განხილვა, თუ აუცილებელია დამატებით მოწმეთა და სპეციალისტთა გამოძახება, ექსპერტიზის ჩატარება, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა, საქმის განხილვის დამაბრკოლებელი სხვა გარემოებების თავიდან აცილება. საქმის განხილვა გრძელდება მისი შეჩერების მომენტიდან.
3.საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, გადადებული ან შეჩერებული საქმის განხილვის დასრულებამდე მონაწილეობა მიიღოს სხვა საქმის განხილვაში.
4.საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია კონსტიტუციური სარჩელის ან/და კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ან გადაწყვეტის დროს განიხილოს და გადაწყვიტოს სხვა კონსტიტუციური სარჩელის ან/და კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია კონსტიტუციური სარჩელის ან/და კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვის დასრულებისა და სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ უფლებამოსილია არსებითად განიხილოს და გადაწყვიტოს სხვა კონსტიტუციური სარჩელი ან/და კონსტიტუციური წარდგინება. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.
