Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებმუხლი 21¹

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 21¹

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, ან თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის მიერ საქმის გადაცემიდან 7 დღის ვადაში შესაბამისი რეზოლუციით ნიშნავს საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის პლენუმზე განხილვის თარიღს, ხოლო თუ საქმე მიღებულია არსებითად განსახილველად – არსებითი განხილვის თარიღს. რეზოლუციაში ცალკე პუნქტად მიეთითება მომხსენებელი მოსამართლის ვინაობა. თუ საქმის პლენუმისათვის გადაცემა გამოწვეულია საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 2 კვირის ვადაში წყვეტს საქმის პლენუმზე განხილვის საკითხს, რომლის შესახებაც იღებს შესაბამისად საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას.

2.საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საოქმო ჩანაწერი/განჩინება, გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან, მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

3.თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრი მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, ან თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობით აღნიშნული საქმის პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მისთვის მიმართვიდან 7 დღის ვადაში წყვეტს საქმის პლენუმის მიერ განხილვის საკითხს, რის შესახებაც იღებს შესაბამისად საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას. პლენუმის მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნული საქმე განსახილველად უბრუნდება იმავე კოლეგიას.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ განსახილველად მიღებულად ითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პლენუმი აღნიშნული საქმის განხილვაზე უარს იტყვის განჩინებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შემადგენლობის უმრავლესობა. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4215 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.17 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №77 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.87 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199 საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის ორგანული კანონი №3711- სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.367 საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №5161 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/5/768,769,790,792 - ვებგვერდი, 12.01.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №27 · ძალაშია 10 აგვ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 10 აგვ. 2018
  2. 12 იან. 2017
  3. 1 ოქტ. 2016· გამოქვეყნდა 4 ივნ. 2016
  4. 25 ოქტ. 2010

    21¹ მუხლის პირველ პუნქტში ამოღებულია პლენუმისთვის საქმის გადაწყვეტის 6-თვიანი ვადა; დარჩა მხოლოდ დებულება, რომ კონსტიტუციის განმარტების ან გამოყენების იშვიათი ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემის შემთხვევაში პლენუმი 2 კვირაში წყვეტს საქმის პლენუმზე განხილვის საკითხს.

  5. 6 ივლ. 2010
  6. 9 ნოე. 2009

    პირველ პუნქტში პლენუმისთვის საქმის გადაცემის საფუძვლები და პროცედურა დაკონკრეტდა: დასაბუთებული განჩინება, თავმჯდომარის 7-დღიანი რეზოლუცია, 6-თვიანი ვადა და 2-კვირიანი ვადა იშვიათი პრობლემის შემთხვევაში.

  7. 14 ივლ. 2008

    21¹ მუხლის პირველ პუნქტში კოლეგიის მიერ საქმის პლენუმისთვის გადაცემის საფუძვლად დარჩა მხოლოდ პრაქტიკისაგან განსხვავებული პოზიცია, ხოლო მე-2 პუნქტში ექვსი წევრის მოთხოვნა შეიცვალა პლენუმის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერით.

  8. 3 იან. 2007

    ახალი 21¹ მუხლი აწესრიგებს საქმის კოლეგიიდან პლენუმისთვის გადაცემას, როცა პოზიცია განსხვავდება სასამართლოს პრაქტიკისგან, და ექვსი წევრის მხარდაჭერის მოთხოვნას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 21²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 ოქტ. 2025 · №38

  • 8 ცვლილება · ბოლო 10 აგვ. 2018
  • ციტირებულია 6 მუხლი
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21²მუხლი 25მუხლი 31³მუხლი 31⁵მუხლი 31⁶მუხლი 43

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 21²
  • 21
  • 27⁴

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 205იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა
  • 122საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა და მიღება
  • 182საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 65მოსამართლის ან სასამართლოს მთელი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში საქმის სხვა მოსამართლისათვის გადაცემა ან საქმის განმხილველი სასამართლოს ახალი შემადგენლობის განსაზღვრა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 60საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 257გადაწყვეტილების გამოტანა
  • 284განჩინების გამოტანა

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 18უზენაესი სასამართლოს პლენუმი
  • 7მოსამართლის დამოუკიდებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2576021²2531³31⁵31⁶432127⁴651820512218221¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სამოქალაქო…საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 ოქტ. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026