Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებმუხლი 32¹

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 32¹

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025
თემები:ადამიანის უფლებათა სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის სტრუქტურაში შედის საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის სამსახური. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის ამოცანაა სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა.

2.საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური არის საჯარო მოსამსახურე. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი არის 50 წელი. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 32 1 მუხლის მე-2 პუნქტის მე-3 წინადადება) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინება №3/17/1583 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.

3.საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური: ა) უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებას; ბ) იცავს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასა და ტერიტორიას; გ) უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას; დ) ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის თავმჯდომარის მითითებებს წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით; ე) აღკვეთს სამართალდარღვევას საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე, გამოავლენს სამართალდამრღვევს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში აკავებს მას პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ადგენს დაკავების ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

4.საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს, თუ სხვა, შედარებით მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.

5.საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით აქვს შემდეგ შემთხვევებში: ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას; ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე მყოფ პირებზე თავდასხმის მოგერიებისას; გ) საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევისას; დ) დაკავებული სამართალდამრღვევის პოლიციისათვის გადაცემისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი იმის ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფებს.

6.ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური ვალდებულია: ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო თავისი მოთხოვნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია ან დაყოვნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ანდა გამოიწვიოს სხვა მძიმე შედეგები; ბ) ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, რათა მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს; გ) ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან 24 საათში წერილობით აცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს; დ) ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

7.აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მიმართ. ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია, თუ ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

8.საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ატარებს სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს. სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4215 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.17 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინება №3/17/1583 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 დეკ. 2022
  2. 3 იან. 2007
წინა მუხლი 32შემდეგი მუხლი 33

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საკონსტიტუციო სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-10-16 · №38

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2022-12-28
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 7—
  • 14—
  • 10—

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 59სასამართლოს მანდატური, სასამართლოს მანდატურის სამსახური
  • 61სასამართლოს მანდატურის უფლება-მოვალეობანი
  • 60სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 60საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
  • 61საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • 35საქართველოს სახალხო დამცველი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 182საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა

ზოგადი განათლების შესახებ

  • 63⁷საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის წასაყენებელი მოთხოვნები

ნოტარიატის შესახებ

  • 11ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63⁷606135714105961601118232¹
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…ზოგადი განათლების შესა…ნოტარიატის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 ოქტ. 2025