საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 59. სასამართლოს მანდატური, სასამართლოს მანდატურის სამსახური

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 2 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიასალომე ოსეფაშვილი

1.საქართველოს საერთო სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატების სტრუქტურებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასამართლოს მანდატურის სამსახური, რომლის ამოცანაა სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა, სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობების დაცვა, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2.სასამართლოების მანდატურის სამსახურების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

3.სასამართლოს მანდატური არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. სასამართლოს მანდატურზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რანგირება და მის თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლოს მანდატურის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოს.

4.სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

5.სასამართლოს მანდატურად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი.

6.სასამართლოს მანდატური სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ატარებს სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს. სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/2/767,1272 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

4

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის ნორმა ან ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო

  • №3/2/767,127214.12.2018გადაწყვეტილება(4)
    ტექსტი ძალადაკარგულია

    საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

    ძალის დაკარგვის თარიღი: 14.12.2018§76§96§100
  • №3/1/127230.03.2018საოქმო ჩანაწერი(4, მე-2 წინადადება)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №3/2/76728.03.2017საოქმო ჩანაწერი(4)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ ცხადაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №2/-3/8/76718.11.2016განჩინება(4)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ ცხადაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №56 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    59-ე მუხლში მანდატურის სამსახურების ხელმძღვანელობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან უმაღლესი საბჭოს სტრუქტურულ ერთეულს გადაეცა; დაემატა მანდატურის რანგირებისა და სარგოს წესი.

  2. 59-ე მუხლიდან ამოღებულია სასამართლოს მანდატურის სამსახურის 50-წლიანი ზღვრული ასაკის დამდგენი ნორმა; ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნები ნაჩვენებ ტექსტში უცვლელია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
48⁴48¹48²64606132¹156061571259
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს საკონსტიტუ…ზოგადი განათლების შესა…საქართველოს კონსტიტუცი…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ფინანსთა ს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა