ნოტარიატის შესახებ

მუხლი 11. ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობები

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ დადგენილი პროგრამით; ბ) აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; გ) აქვს ნოტარიუსის თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; დ) აქვს საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

2.პირი გათავისუფლდება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი სამოქალაქო, საერთაშორისო კერძო სამართლის ან სამოქალაქო საპროცესო სამართლის სპეციალობაში.

2¹.ახალდანიშნული ნოტარიუსი პირველი 3 წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ამ კანონის მიზნებისათვის „მაღალმთიანი დასახლების“ სტატუსი განისაზღვრება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2².იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხას, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

2³.ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ ნოტარიუსს სანოტარო საქმიანობის შესაბამის დასახლებაში განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა. ნოტარიუსისათვის ფინანსური დახმარების გაწევის წესს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ადგენს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.

2⁴.ამ მუხლის 2 1 პუნქტით განსაზღვრული 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ნოტარიუსს შეუძლია სანოტარო საქმიანობა იმავე დასახლებაში ან საქართველოს ნებისმიერ სხვა დასახლებაში გააგრძელოს. თუ ეს დასახლება ნოტარიუსის მიერ მასში სანოტარო საქმიანობის გაგრძელების დროისათვის ამ მუხლის 2 2 პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში იქნება შეტანილი, ნოტარიუსს სანოტარო საქმიანობის განხორციელების შესაბამისი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ამავე მუხლის 2 3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

2⁵.ნოტარიუსს, რომელიც სანოტარო ბიუროს ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში განათავსებს, სანოტარო საქმიანობის განხორციელების შესაბამისი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ამ მუხლის 2 3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

3.ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 70 წელი. საქართველოს 2015 წლის 10 დეკემბრის კანონი №4610 - ვებგვერდი, 22.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №453 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1526 – ვებგვერდი, 06.05.2022წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება №2/4/1532 – ვებგვერდი, 23.09.2025წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1758 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ დადგენილი პროგრამით; ბ) აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; გ) აქვს ნოტარიუსის თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; დ) აქვს საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). 2. პირი გათავისუფლდება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი სამოქალაქო, საერთაშორისო კერძო სამართლის ან სამოქალაქო საპროცესო სამართლის სპეციალობაში. 2 1 . ახალდანიშნული ნოტარიუსი პირველი 3 წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ამ კანონის მიზნებისათვის „მაღალმთიანი დასახლების“ სტატუსი განისაზღვრება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2 2 . იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხას, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით. 2 3 . ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ ნოტარიუსს სანოტარო საქმიანობის შესაბამის დასახლებაში განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა. ნოტარიუსისათვის ფინანსური დახმარების გაწევის წესს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ადგენს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა. 2 4 . ამ მუხლის 2 1 პუნქტით განსაზღვრული 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ნოტარიუსს შეუძლია სანოტარო საქმიანობა იმავე დასახლებაში ან საქართველოს ნებისმიერ სხვა დასახლებაში გააგრძელოს. თუ ეს დასახლება ნოტარიუსის მიერ მასში სანოტარო საქმიანობის გაგრძელების დროისათვის ამ მუხლის 2 2 პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში იქნება შეტანილი, ნოტარიუსს სანოტარო საქმიანობის განხორციელების შესაბამისი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ამავე მუხლის 2 3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 2 5 . ნოტარიუსს, რომელიც სანოტარო ბიუროს ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში განათავსებს, სანოტარო საქმიანობის განხორციელების შესაბამისი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ამ მუხლის 2 3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 70 წელი. საქართველოს 2015 წლის 10 დეკემბრის კანონი №4610 - ვებგვერდი, 22.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №453 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1526 – ვებგვერდი, 06.05.2022წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება №2/4/1532 – ვებგვერდი, 23.09.2025წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1758 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29 · ძალაშია 26 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-11 მუხლის პირველ პუნქტში სტაჟირების, ნოტარიუსად მუშაობისა და საჯარო სამსახურის სტაჟის ალტერნატივები გადანაწილდა ა)–დ) ქვეპუნქტებად; დაემატა ნოტარიუსის თანაშემწედ 5-წლიანი სტაჟი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მუშაობა გამონაკლისების ჩამონათვალით.

  2. მე-11 მუხლში, მე-2 პუნქტის წინ, შევიდა შენიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ: პირველი პუნქტის 5-წლიანი სტაჟის მოთხოვნის ის შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმის უწყებაში სპეციალობით მუშაობას, არაკონსტიტუციურია და ძალას 2026 წლის პირველი ივლისიდან კარგავს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14275716121315181921621384²1911
მითითებამნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…საჯარო სამსახურის შესა…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა