Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებმუხლი 10

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 10

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123455¹5²5³

1.საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ფიცის დადებიდან ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, რომელზედაც 5 წლის ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. იმავე წესითა და ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ორი მოადგილე. თუ არჩევის მომენტისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ან მისი მოადგილეობის კანდიდატის, როგორც სასამართლოს წევრის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 5 წელზე ნაკლებია დარჩენილი, ის თანამდებობაზე აირჩევა სასამართლოს წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

2.საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა აირჩევა შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე.

3.საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს მისი, როგორც სასამართლოს თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმა წევრმა შეიძლება ხელი მოაწეროს მხოლოდ ერთი კანდიდატურის წარდგენას.

4.საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას ასახელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

5.საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა.

5¹.თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მხოლოდ 1 პირი დასახელდა და მან ვერ მიიღო თავმჯდომარედ არჩევისთვის საკმარისი ხმები, 1 კვირის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სახელდება ახალი კანდიდატურა (კანდიდატურები), რომელიც არჩეულად ჩაითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად 2 ან 3 პირი დასახელდა და ვერცერთმა ვერ მიიღო თავმჯდომარედ არჩევისთვის საკმარისი ხმები, იმავე დღეს იმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელში მონაწილეობის უფლებაც აქვს საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ მეორე ადგილზე ერთნაირი შედეგით 2 კანდიდატი გავიდა, კენჭისყრის მე-2 ტურში სამივე კანდიდატი მონაწილეობს. თუ რომელიმე კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, კენჭი ეყრება დარჩენილ კანდიდატს (კანდიდატებს). თუ ვერცერთმა კანდიდატმა კვლავ ვერ მიიღო თავმჯდომარედ არჩევისთვის საკმარისი ხმები, 1 კვირის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სახელდება ახალი კანდიდატურა (კანდიდატურები) და თავმჯდომარედ არჩეული კანდიდატი გამოვლინდება ამ პუნქტით დადგენილი წესით.

5².თუ კანდიდატმა, რომელსაც კენჭი ეყრება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, 3 დღის ვადაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით სახელდება ახალი კანდიდატურა, რომელიც არჩეულად ჩაითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში.

5³.(ძალადაკარგულია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/5/768,769,790,792 - ვებგვერდი, 12.01.2017წ.) 6. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება ამ კანონის მე-16 მუხლში ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობისას. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის ორგანული კანონი №4628 - ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №5161 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/5/768,769,790,792 - ვებგვერდი, 12.01.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №28 · ძალაშია 14 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 10 აგვ. 2018
  2. 12 იან. 2017
  3. 1 ოქტ. 2016· გამოქვეყნდა 4 ივნ. 2016
  4. 25 მაი. 2011

    მე-5 პუნქტში გასწორდა მოადგილეთა მითითება და კენჭისყრის საჭირო ხმების ფორმულირება („5-მა წევრმა“), ხოლო მე-6 პუნქტი, რომელიც ადრე ამ თანამდებობაზე მყოფი პირის ხელახლა არჩევას კრძალავდა, ამოღებულია; დაემატა ცვლილების წყაროს მითითება.

  5. 5 მარ. 2002

    მე-7 პუნქტში თავმჯდომარის ან მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მითითება მე-17 მუხლიდან მე-16 მუხლზე გადავიდა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 ოქტ. 2025 · №38

  • 5 ცვლილება · ბოლო 10 აგვ. 2018
  • 13 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 16

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 14
  • 12
  • 11

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 182საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა
  • 202ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 60საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 20უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები
  • 18უზენაესი სასამართლოს პლენუმი
  • 19უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 12უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი
  • 24კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
60161412112018191224418220210
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საერთო სასამართლოების …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 ოქტ. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026