Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებმუხლი 9

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

მუხლი 9. წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 18 ოქტ. 2022
თემები:ხელშეკრულებათა სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარედგინება საქართველოს მთავრობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვისა.

2.(ამოღებულია - 05.09.2018, №3379).

3.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს მთავრობას ამ მუხლით დადგენილი წესით.

4.საქართველოს სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური/საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე თავის წინადადებას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

5.საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების ავთენტურ ტექსტს ქართულ ენაზე და შესაბამის უცხოურ ენაზე, საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა შესაძლო შედეგების დასაბუთებას. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და სხვა ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობა.

6.ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს − საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ დასკვნისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს – საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ დასკვნისათვის, აგრეთვე საქართველოს შესაბამის სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს/საქართველოს პროკურატურას − დასკვნისათვის.

7.საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის წინადადებას სახელმწიფოთაშორისი ან მთავრობათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე და ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ დასკვნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის დასკვნასთან ერთად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

8.საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტს (ქართულ ენაზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის/საქართველოს პროკურატურის დასკვნას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

9.წინადადებას იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

10.უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წინადადების სახით, ამ მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 - ვებგვერდი, 22.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4645 - ვებგვერდი, 28.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2620 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3810 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4082 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

რედაქციების შედარება

1. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადისა. 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები თავიანთ წინადადებებს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების წინადადებები უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების ავთენტიკურ ტექსტს ქართულ ენაზე და(უცხოენოვანი შესაბამისაუთენტური უცხოურტექსტის ენაზე,არსებობისას წარდგენილ უნდა იქნეს აგრეთვე ქართული თარგმანი), საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა შესაძლო შედეგების დასაბუთებას. საჭიროების შემთხვევაშიშემთხვევაში, წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებისცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, აგრეთვე უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების შესრულებ ისათვისშესრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და სხვა ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობა. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს დასკვნისათვის – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს – ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ცენტრალურ ორგანოს. 6. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების წინადადებებს სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე, ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ თავის დასკვნებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დასკვნასთან ერთად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. 7. საქართველოს პრეზიდენტთან წარდგენილი წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების პროექტს (ქართულ ენაზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ამ ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ცენტრალური ორგანოს დასკვნას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. 8. წინადადებას იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. 9. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, წინადადების სახით, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 - ვებგვერდი, 22.06.2012 წ.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018
  2. 13 დეკ. 2018
  3. 21 სექ. 2018
  4. 1 აგვ. 2018· გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018
  5. 28 დეკ. 2015
  6. 23 სექ. 2013
  7. 22 ივნ. 2012
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მოლაპარაკებები საერთაშორისო შეთანხმებებზესერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2022-10-18 · №17

1
ციტირებულია მუხლი
7
ცვლილება
ბოლო 2018-12-28
8
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 8

მიუთითებენ მასზე

მუხლი 10

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

  • 8რეკომენდაციები საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე
  • 35წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე
  • 34¹საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 132პარლამენტის მონაწილეობა საერთაშორისო ხელშეკრულების დადებისას

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 38—

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 37საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადები

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 34ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრების წესი

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 29საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადები
  • 23საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 74საკანონმდებლო წინადადება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 89საკანონმდებლო წინადადება

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 22გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
388103534¹342274292389132379
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საერთაშორი…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს საკონსტიტუ…საერთაშორისო დაცვის შე…სისხლის სამართლის სფერ…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 18 ოქტ. 2022