Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებმუხლი 43

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 43

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025
თემები:ადამიანის უფლებათა სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²1³1⁴1⁵22¹3455¹5²6788¹8²910111212¹13141516

1.საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებია გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა.

1¹.საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.

1².საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ან დასკვნის შესავალ ნაწილში აღინიშნება: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება; ბ) გადაწყვეტილების ან დასკვნის გამოტანის თარიღი და ადგილი; გ) სასამართლოს შემადგენლობა და სხდომის მდივანი; დ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი.

1³.აღწერილობით ნაწილში უნდა აღინიშნოს: ა) კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მოთხოვნა; ბ) მოპასუხის პოზიცია; გ) მოწმის, სპეციალისტის, ექსპერტის და სასამართლოს მეგობრის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები.

1⁴.სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი; ბ) მტკიცებულებანი, რომლებსაც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნები; გ) მოტივები, რომლებითაც საკონსტიტუციო სასამართლო უარყოფს საწინააღმდეგო მოსაზრებას, მტკიცებულებას; დ) საქართველოს კონსტიტუციის ნორმები (დებულებები), ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ნორმები (დებულებები), ხოლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე – საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონების ნორმები (დებულებები), რომლებსაც შეესაბამება ან არ შეესაბამება სადავო აქტი; ე) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის ნორმები, რომლებითაც საკონსტიტუციო სასამართლო ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილების ან დასკვნის მიღებისას.

1⁵.სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას კონსტიტუციური სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მისი უარყოფის შესახებ; ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას საერთო სასამართლოს ან/და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის ან საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ; გ) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას საქართველოს პარლამენტის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და საქართველოს კანონებთან შესაბამისობის თაობაზე ან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ; დ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა არაკონსტიტუციურად ცნობის ან საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ; ე) საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული თანამდებობის პირის ქმედების კონსტიტუციურობის შესახებ ან/და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის ან უარყოფის შესახებ; ე 1 ) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას პოლიტიკური პარტიის შექმნის ან/და პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მისი აკრძალვის შესახებ, აგრეთვე ამ კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შედეგების შინაარსის ფორმულირებას (მათ შორის, ყველა იმ პირის სახელს, გვარსა და პირად ნომერს ან ყველა იმ პირის მკაფიო იდენტიფიცირებისთვის გამოსადეგ სხვა ინფორმაციას, რომლის მიმართაც განხორციელდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აკრძალვა); ვ) გადაწყვეტილების ან დასკვნის სამართლებრივ შედეგებს.

2.საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერ ს /განჩინება ს ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას/დასკვნას ხელს აწერს საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი.

2¹.საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების/დასკვნის ხელმოწერის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე ამ გადაწყვეტილებას/დასკვნას და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრის/თანმხვედრი აზრის არსებობის შესახებ ინფორმაციას აცხადებს სხდომათა დარბაზში. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი განზრახ თავს არიდებს ხელმოწერას ან ობიექტური მიზეზის გამო ვერ აწერს ხელს და ხელმომწერთა რაოდენობა საკმარისია შესაბამისი განჩინების/საოქმო ჩანაწერის მიღებისთვის, სხდომის თავმჯდომარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას/დასკვნას და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრის/თანმხვედრი აზრის არსებობის შესახებ ინფორმაციას აცხადებს სხდომათა დარბაზში.

3.საკონსტიტუციო სასამართლოს იმ აქტს, რომელიც არ არის დაკავშირებული საქმის განხილვასთან, ხელს აწერენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მდივანი.

4.საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს არსებითად წყვეტს წერილობით.

5.საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების შესახებ იღებს საოქმო ჩანაწერს, ხოლო მიუღებლობის შესახებ – განჩინებას.

5¹.ამ კანონის 25-ე მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლო იღებს განჩინებას.

5².ამ კანონის 21 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლო იღებს საოქმო ჩანაწერს.

6.კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის 41 2 , 41 4 და 42-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დასკვნას.

7.საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება და დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გადაწყვეტილებას ან დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლო საფუძვლად უდებს მხოლოდ იმ მტკიცებებს, რომლებიც განხილულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ან წარედგინა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში.

8.საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

8¹.საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა ცხადდება საქართველოს სახელით.

8².საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გამოაცხადოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების/დასკვნის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. ამ შემთხვევაში მხარეებს დაუყოვნებლივ გადაეცემა გადაწყვეტილების/დასკვნის სრული ტექსტი.

9.საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობა, თუ არ არსებობს ამ კანონის 21 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, გამორიცხავს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით განმეორებითი ან სხვა კონსტიტუციური სარჩელის თუ კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებას.

10.საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის სრული ტექსტი, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული აქტებისა, მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მომდევნო 2 დღის ვადაში აქვეყნებს მას.

11.საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა, აგრეთვე ამ კანონის 25-ე მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებული განჩინება და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერი ამ კანონით დადგენილი წესით ცხადდება სხდომათა დარბაზში, მისი სრული ტექსტი ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მიღებისთანავე აქვეყნებს მას.

12.ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი, რომელიც მიღებულია საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის საფუძველზე, შესაძლებელია არ გამოცხადდეს სხდომათა დარბაზში. ასეთ შემთხვევაში ამ აქტის სრული ტექსტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მიღებისთანავე აქვეყნებს მას.

12¹.ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან. ამ აქტის გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება.

13.საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, საოქმო ჩანაწერისა და დასკვნის სრული ტექსტი, აგრეთვე ამ აქტებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი, მისი არსებობის შემთხვევაში, ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, ხოლო ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი – აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

14.ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის მიღებაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი მისი არსებობის შემთხვევაში თან ერთვის აღნიშნულ აქტს და მასთან ერთად ქვეყნდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცა ამ აქტის სხდომათა დარბაზში გამოცხადებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი გამოქვეყნდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცა ზემოაღნიშნული აქტის სხდომათა დარბაზში გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებულ აზრს/თანმხვედრ აზრს საკონსტიტუციო სასამართლო 2 დღის ვადაში აქვეყნებს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და უგზავნის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მომდევნო 2 დღის ვადაში აქვეყნებს მას.

15.საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, ამ კანონის 25-ე მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებული განჩინებისა და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერის თითო ასლი ეგზავნებათ მხარეებს, ხოლო დასკვნის თითო ასლი – კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს და ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ თანამდებობის პირებს. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების თითო ასლი ეგზავნებათ კონსტიტუციური წარდგინების ავტორს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

16.საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და დასკვნის თითო ასლი, აგრეთვე ამ კანონის 25-ე მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებული განჩინებისა და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერის თითო ასლი ეგზავნებათ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4215 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.17 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №77 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.87 საქართველოს 2011 წლის 5 მაისის ორგანულიკანონი №4628 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №5161 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის ორგანული კანონი №988 – ვებგვერდი, 17.10.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №38 · ძალაშია 17 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 17 ოქტ. 2025
  2. 28 დეკ. 2022
  3. 10 აგვ. 2018
  4. 12 იან. 2017
  5. 1 ოქტ. 2016· გამოქვეყნდა 4 ივნ. 2016
  6. 25 მაი. 2011

    43-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბოლოს დაემატა 2011 წლის 5 მაისის ორგანული კანონის №4628 საკანონმდებლო მითითება; პუნქტის ნორმატიული შინაარსი არ შეცვლილა.

  7. 6 ივლ. 2010
  8. 14 ივლ. 2008

    43-ე მუხლის 5² პუნქტში საოქმო ჩანაწერს 21¹ მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევებში იღებს სასამართლო და არა კოლეგია; მე-9 პუნქტის შედეგი განმეორებითი სარჩელის გამორიცხვაზე დამოკიდებულია 21¹ მუხლის პირველი პუნქტის საფუძვლის არარსებობაზე.

  9. 3 იან. 2007

    43-ე მუხლს დაემატა 5² პუნქტი, რომლის მიხედვითაც 21¹ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებულ შემთხვევებში კოლეგია იღებს საოქმო ჩანაწერს.

  10. 16 დეკ. 2004

    43-ე მუხლში 5¹ პუნქტი ადგენს განჩინებას 25-ე მუხლის 4¹ პუნქტის შემთხვევებში, ხოლო მე-6 პუნქტში 41² მუხლის წარდგინებებზე გადაწყვეტილება მიიღება 42-ე მუხლის მსგავსად.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 42შემდეგი მუხლი 43¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საკონსტიტუციო სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 ოქტ. 2025 · №38

  • 10 ცვლილება · ბოლო 17 ოქტ. 2025
  • 13 რედაქცია
  • 7 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19მუხლი 21¹მუხლი 23მუხლი 25მუხლი 38მუხლი 41მუხლი 42

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 25
  • 31⁶
  • 43¹

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 249გადაწყვეტილების შინაარსი
  • 389სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი
  • 390სააპელაციო სასამართლოს განჩინების შინაარსი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 53ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 45კომიტეტის აქტები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 273გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
  • 271განაჩენის ფორმა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 43კომიტეტის აქტები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 60საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
53249389390251921¹2338414231⁶43¹2734543
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 ოქტ. 2025 · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026