Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებმუხლი 10

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

მუხლი 10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები

რედაქცია №31 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹44¹5678

1.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან: ა) (ამოღებულია - 21.09.2023, №3510) ; ბ) საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურეები − სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხული პირები, რომლებიც სამსახურს გადიან უმცროსი სპეციალური წოდებით; გ) კადრის მოსამსახურეები − სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხული პირები, რომლებიც სამსახურს გადიან საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდებით; დ) სამოქალაქო პირები−პირები, რომლებიც სპეციალური წოდების მინიჭების გარეშე ინიშნებიან ვაკანტურ საშტატო თანამდებობებზე ან მიიღებიან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე; ე) (ამოღებულია - 21.09.2023, №3510) .

2.სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში პირის მიღების წესს განსაზღვრავს ეს კანონი და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

3.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ჩათვლით, ხოლო კადრის სამსახურში – არაუმეტეს 30 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და რომელიც პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში სამსახურში მიიღოს და მის პირად შემადგენლობაში ჩარიცხოს პირი ასაკის მიუხედავად. ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) პირზე, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ინიშნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ან მასთან შეთანხმებით; ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან განთავისუფლებულ თანამშრომელზე სამსახურში აღდგენის შემთხვევაში; გ) პირზე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებიდან გადმოსვლით მიღების შემთხვევაში, რომელშიც დაწესებულია სამხედრო წოდებები ან „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდებები.

3¹.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში: ა) პირი საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ან/და კადრის სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არაუმეტეს ამ კანონის 10 1 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების შესაბამისად ვადის გაგრძელებით დასაშვები ზღვრული ასაკის მიღწევისა; ბ) ვადის გაგრძელებით დასაშვებ ზღვრულ ასაკს მიღწეული პირი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება მიღებულ ან/და დატოვებულ იქნეს მხოლოდ სამოქალაქო პირად, საპენსიო ასაკის მიღწევამდე − განუსაზღვრელი ვადით, ხოლო შემდეგ − განსაზღვრული ვადით.

4.პირი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის სამსახურში (კადრის მოსამსახურეთა შემადგენლობაში) ირიცხება და თანამდებობაზე ინიშნება სამსახურის უფროსის ბრძანების, ხოლო საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში (საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეთა შემადგენლობაში) − კონტრაქტისა და სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება ხელშეკრულებით იქნენ მიწვეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

4¹.(ამოღებულია - 21.09.2023, №3510) .

5.სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კომპეტენცია განისაზღვრება მის მიერ დაკავებული საშტატო თანამდებობის გათვალისწინებით, ხოლო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანამშრომლის კომპეტენცია − შრომითი ხელშეკრულების გათვალისწინებით. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, როგორც სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში, სამსახურის გავლის დამატებითი მოთხოვნები შეიძლება დადგინდეს შესაბამისი ნორმატიული აქტით.

6.სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვისას თანამშრომელი (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა) იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან და ირიცხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში.

7.(ამოღებულია - 21.09.2023, №3510) .

8.სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ მიიღება: ა) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ან კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, აგრეთვე ნასამართლობის მქონე პირი; ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებული პირი, ქრონიკული დაავადების ან ფსიქიკური აშლილობის  მქონე პირი, აგრეთვე ისეთი დასახიჩრების, დაავადების ანდა ფიზიკური ან ინტელექტუალური მონაცემების მქონე პირი, რომელიც/რომლებიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის; გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი; ე) პირი სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე, აგრეთვე კანდიდატი მისი წინა ნამსახურობის უარყოფითად შეფასების საფუძველზე. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.96 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3393 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1927 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №817 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №849 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №110 – ვებგვერდი, 19.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან: ა) (ამოღებულია - 21.09.2023, №3510) ; ბ) საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურეები − სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხული პირები, რომლებიც სამსახურს გადიან უმცროსი სპეციალური წოდებით; გ) კადრის მოსამსახურეები − სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხული პირები, რომლებიც სამსახურს გადიან საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდებით; დ) სამოქალაქო პირები−პირები, რომლებიც სპეციალური წოდების მინიჭების გარეშე ინიშნებიან ვაკანტურ საშტატო თანამდებობებზე ან მიიღებიან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე; ე) (ამოღებულია - 21.09.2023, №3510) . 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში პირის მიღების წესს განსაზღვრავს ეს კანონი და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ჩათვლით, ხოლო კადრის სამსახურში – არაუმეტეს 30 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელმაც იცის საქართველოს სახელმწიფო ენა და რომელიც პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში სამსახურში მიიღოს და მის პირად შემადგენლობაში ჩარიცხოს პირი ასაკის მიუხედავად. ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) პირზე, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ინიშნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ან მასთან შეთანხმებით; ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან განთავისუფლებულ თანამშრომელზე სამსახურში აღდგენის შემთხვევაში; გ) პირზე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებიდან გადმოსვლით მიღების შემთხვევაში, რომელშიც დაწესებულია სამხედრო წოდებები ან „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდებები. 3 1 . ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში: ა) პირი საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ან/და კადრის სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არაუმეტეს ამ კანონის 10 1 მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების შესაბამისად ვადის გაგრძელებით დასაშვები ზღვრული ასაკის მიღწევისა; ბ) ვადის გაგრძელებით დასაშვებ ზღვრულ ასაკს მიღწეული პირი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება მიღებულ ან/და დატოვებულ იქნეს მხოლოდ სამოქალაქო პირად, საპენსიო ასაკის მიღწევამდე − განუსაზღვრელი ვადით, ხოლო შემდეგ − განსაზღვრული ვადით. 4. პირი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის სამსახურში (კადრის მოსამსახურეთა შემადგენლობაში) ირიცხება და თანამდებობაზე ინიშნება სამსახურის უფროსის ბრძანების, ხოლო საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში (საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეთა შემადგენლობაში) − კონტრაქტისა და სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება ხელშეკრულებით იქნენ მიწვეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. 4 1 . (ამოღებულია - 21.09.2023, №3510) . 5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კომპეტენცია განისაზღვრება მის მიერ დაკავებული საშტატო თანამდებობის გათვალისწინებით, ხოლო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანამშრომლის კომპეტენცია − შრომითი ხელშეკრულების გათვალისწინებით. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, როგორც სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებაში, სამსახურის გავლის დამატებითი მოთხოვნები შეიძლება დადგინდეს შესაბამისი ნორმატიული აქტით. 6. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვისას თანამშრომელი (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა) იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან და ირიცხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში. 7. (ამოღებულია - 21.09.2023, №3510) . 8. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ მიიღება: ა) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ან კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, აგრეთვე ნასამართლობის მქონე პირი; ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებული პირი, ქრონიკული დაავადების ან ფსიქიკური აშლილობის  მქონე პირი, აგრეთვე ისეთი დასახიჩრების, დაავადების ანდა ფიზიკური ან ინტელექტუალური მონაცემების მქონე პირი, რომელიც/რომლებიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის; გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი; ე) პირი სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე, აგრეთვე კანდიდატი მისი წინა ნამსახურობის უარყოფითად შეფასების საფუძველზე. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1885 - სსმ I, №3, 17.01.2003წ., მუხ.14 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2943 - სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.96 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4953 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №206 - ვებგვერდი, 28.01.2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3393 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1927 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4544 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3510 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №817 – ვებგვერდი, 01.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №849 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №110 – ვებგვერდი, 19.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 19 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 3 ივლ. 2025 – 1 აგვ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 29 დეკ. 2024 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 19 დეკ. 2025
  2. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 1 ივლ. 2025
  3. 3 ივლ. 2025
  4. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  5. 10 მაი. 2019

    მე-10 მუხლს დაემატა 3¹ პუნქტი, რომელიც აწესებს გამონაკლის შემთხვევებში მიღებისა და დატოვების პირობებს ზღვრული ასაკის მიხედვით.

  6. 11 იან. 2018
  7. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015
  8. 11 თებ. 2013· გამოქვეყნდა 28 იან. 2013

    მე-10 მუხლის ასაკობრივი შეზღუდვის გამონაკლისის „ა“ ქვეპუნქტში დამნიშვნელი პირი პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრია.

  9. 16 მაი. 2006

    მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ქმედუუნარობის ფორმულირება შეიცვალა, მე-4 პუნქტი მიღების წესს კანონქვემდებარე აქტებსაც უკავშირებს, ხოლო სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის ნორმა მე-6 პუნქტში გადავიდა და მე-7 პუნქტი სამსახურის გავლის დამატებით მოთხოვნებს ითვალისწინებს.

  10. 17 იან. 2003

    მე-4 პუნქტში მიღების წესს ახლა თავად კანონი განსაზღვრავს დებულების ნაცვლად, მე-5 პუნქტი ამოღებულია, მე-6 პუნქტში დაემატა კონტრაქტით და კადრის ოფიცრად დანიშვნის წესი, ხოლო მე-7 პუნქტი ახლა ეხება სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნასა და პირად შემადგენლობაში ჩარიცხვას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 10¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №31

  • 10 ცვლილება · ბოლო 19 დეკ. 2025
  • 13 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 10¹სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური წოდებები  და ზღვრული ასაკი
  • 16სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სტატუსი
  • 10⁵სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირველადი საოფიცრე და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 16სამსახურში მიღების ზოგადი მოთხოვნები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 54სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ასაკობრივი შეზღუდვა
  • 45საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღების ზოგადი მოთხოვნები

პენიტენციური კოდექსი

  • 11პირის სამსახურში მიღება
  • 16მოსამსახურის ასაკობრივი შეზღუდვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 29სამსახურში მიღების წესი

სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ

  • 5¹საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებები

თავდაცვის კოდექსი

  • 77პროფესიულ სამხედრო სამსახურში მიღება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11³პირის მოსამსახურედ მიღების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5¹11³10¹1610⁵1629544577111610
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს ფინანსთა ს…სამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო სპეციალური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №31 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026