საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

მუხლი 3¹

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს.

2.საქართველოს სახალხო დამცველი უზრუნველყოფილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსებით.

3.პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია ითანამშრომლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამის ორგანოებთან და მექანიზმებთან, აგრეთვე საერთაშორისო, რეგიონალურ და ეროვნულ ინსტიტუტებთან ან ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობის სფეროს განეკუთვნება წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფ პირთა დაცვის უზრუნველყოფა.

4.საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების რეკომენდაციების შესაბამისად უზრუნველყოფს დისკრიმინაციისაგან პირის ეფექტიან დაცვას.

5.საქართველოს სახალხო დამცველი დისკრიმინაციის საკითხებზე თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.90 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.42 საქართველოს 2014 წლის 2 მაისის ორგანული  კანონი №2395 - ვებგვერდი, 07.05.2014წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის ორგანული კანონი №425 – ვებგვერდი, 03.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 3¹ მუხლს დაემატა მე-4 პუნქტი დისკრიმინაციისაგან ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფის შესახებ საერთაშორისო ვალდებულებებისა და მონიტორინგის ორგანოების რეკომენდაციების შესაბამისად და მე-5 პუნქტი დისკრიმინაციის საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ.

  2. · გამოქვეყნდა 24 მარ. 2010

    3¹ მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომელიც სახალხო დამცველს აკისრებს თანამშრომლობის ვალდებულებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოებთან და მექანიზმებთან, აგრეთვე საერთაშორისო, რეგიონალურ და ეროვნულ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებთან.

  3. დაემატა 3¹ მუხლი, რომლითაც სახალხო დამცველს ეკისრება პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციები (1-ლი პუნქტი), მისი რესურსებით უზრუნველყოფა (მე-2 პუნქტი) და თანამშრომლობის ვალდებულება (მე-3 პუნქტი).

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15¹15³3514¹3211468997853¹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახალხო და…ბავშვის უფლებათა კოდექ…დისკრიმინაციის ყველა ფ…გენდერული თანასწორობის…პენიტენციური კოდექსიეროვნული მარეგულირებელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა