საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია შემოწმების შედეგების მიხედვით : ა ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფის , დაკავებულთა , პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა პირობებისა და მათ მიმართ მოპყრობის გაუმჯობესების , აგრეთვე წამებისა და სხვა სასტიკი , არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს კანონმდებლობასთან და კანონპროექტებ თან დაკავშირებით წინადადებები, შენიშვნები და რეკომენდაციები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს ან სხვა შესაბამის ორგანოს; ბ) ადამიანის დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღსადგენად წინადადებები და რეკომენდაციები გაუგზავნოს იმ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს, საჯარო დაწესებულებას ან თანამდებობის პირს, ხოლო დისკრიმინაციის საქმესთან დაკავშირებით − აგრეთვე იმ ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს, სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, პირთა გაერთიანებას იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტს, რომლის მოქმედებამაც გამოიწვია სახელმწიფოს მიერ გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა; გ) წინადადებით მიმართოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყები ს მოთხოვნით, თუ საქმის განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ნიშნები; დ ) შესაბამის ორგანოებში შეიტანოს წინადადებები იმ პირთა დისციპლინური ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ , რომელთა მოქმედებამაც გამოიწვია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა ; ე) ცალკეულ შემთხვევებში შეასრულოს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქცია საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ; ვ ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აცნობოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით ჩატარებული შემოწმების შედეგები ; ზ ) მიღებული გადაწყვეტილებები შეიტანოს ყოველწლიურ და სპეციალურ ანგარიშებში ; თ) წერილობით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თუ მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის განკარგულებაში არსებული რეაგირების საშუალებები არასაკმარისია; ი ) საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს კონსტიტუციური სარჩელით რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების ( რეფერენდუმის ) კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით , ან თუ ნორმატიული აქტით ან მისი ცალკეული ნორმებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი ; კ ) განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართოს საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისა და პარლამენტის მიერ საკითხის განხილვის მოთხოვნით . საქართველოს 1999 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №2146 ა - სსმ I, №27(34), 06.07.1999წ., მუხ.142 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №1343 - სსმ I, №19, 28.04.2005წ., მუხ.115 საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.90 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.42 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3565 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.278 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის ორგანული კანონი №3621 - სსმ I, №52, 30.09.2010წ., მუხ.335 საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №5264 - ვებგვერდი, 24.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №1082 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის ორგანული კანონი №4550 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6862 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ
მუხლი 21
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №26 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
18 აგვ. 2010 – 1 ოქტ. 2010 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 9
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტში წერილობითი მიმართვის ადრესატად პრეზიდენტის გვერდით დაემატა პრემიერ-მინისტრი, ხოლო ნაცვალსახელი „მის“ შეიცვალა სიტყვებით „სახალხო დამცველის“.
21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში სასამართლოს მეგობრის ფუნქციის შესრულების ინსტანციები შეიცვალა: პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების ნაცვლად საერთო სასამართლოები და საკონსტიტუციო სასამართლო.
- · გამოქვეყნდა 30 სექ. 2010
21-ე მუხლიდან ამოღებულია „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც რეკომენდაციების წარდგენას ეხებოდა, ხოლო „გ“ ქვეპუნქტში „წინასწარი გამოძიება“ ჩანაცვლდა „გამოძიებით“.
- · გამოქვეყნდა 24 მარ. 2010
21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში გაფართოვდა წარდგენის საგანი (წინადადებები, შენიშვნები, რეკომენდაციები, კანონპროექტები), ადრესატი (პარლამენტი ან სხვა შესაბამისი ორგანო) და მიზნები.
- · გამოქვეყნდა 28 აპრ. 2005
21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში დანაშაულის ნიშნების გამოვლენისას მასალების ადრესატად განისაზღვრა საგამოძიებო ორგანო; „შესაბამისი ორგანოებისა“ და საქმის აღძვრის რეკომენდაციის ფორმულირება ამოღებულია.
21-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში ამოღებულია სიტყვა „ყოველწლიურ“ და გადაწყვეტილებები ქვეყნდება სპეციალურ მოხსენებებსა და ანგარიშებში.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

