სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

მუხლი 10. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები არ აჩერებს ამავე კანონის ამოქმედებამდე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვით გაცემული/შედგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტის (სასამართლოს (არბიტრაჟის) აქტი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას წარმოშობს) საფუძველზე, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციას.

2.ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის, თუ უცხოელის ან საქართველოში რეგისტრირებული იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ დგინდება, საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ან დარეგისტრირდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ უფლებაზე არ ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები.

3.ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, თუ საქართველოს მოქალაქეს, რომლის უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია, შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა, რეგისტრირებულ უფლებაზე არ ვრცელდება უცხოელისთვის ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3011³151215722346771010
მითითებამნიშვნელობით ახლოსსასოფლო-სამეურნეო დანი…საჯარო რეესტრის შესახე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…უცხოელთა და მოქალაქეობ…სასოფლო-სამეურნეო კოოპ…ცივ-გომბორის დაცული ტე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა