ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 12. სალიცენზიო პირობები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომისია ლიცენზიას გასცემს იმ საწარმოზე, რომელიც აკმაყოფილებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილ პირობებს.

2.ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მეშვეობით დაასაბუთოს საწარმოს შემდეგი შესაძლებლობები: ა) ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური და ოპერატიული (ადამიანური რესურსები) შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია ლიცენზირებად საქმიანობასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად; ბ) გასაწევი მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა ზომის მიღების შესაძლებლობა; გ) შესაბამისი საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულების შესაძლებლობა.

3.ენერგეტიკული საქმიანობის სფეროში ლიცენზიის მაძიებელმა შესაბამის შემთხვევებში ასევე უნდა დაასაბუთოს მის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული საჯარო მომსახურების ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით, აგრეთვე შესაბამის შემთხვევებში − მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობების არსებობა სავალდებულო სალიცენზიო პირობებია. თუ ლიცენზიის მაძიებელი ვერ შეძლებს აღნიშნული პირობების სათანადოდ შესრულების შესაძლებლობის დამტკიცებას, კომისია არ გასცემს ლიცენზიას.

5.ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების სათანადოდ შესრულება ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. კომისია უფლებამოსილია ლიცენზირებად საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას მოსთხოვოს ლიცენზიატს აღნიშნული სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად და გამოიწვევს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კომისია ლიცენზიას გასცემს იმ საწარმოზე, რომელიც აკმაყოფილებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილ პირობებს. 2. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მეშვეობით დაასაბუთოს საწარმოს შემდეგი შესაძლებლობები: ა) ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური და ოპერატიული (ადამიანური რესურსები) შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია ლიცენზირებად საქმიანობასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად; ბ) გასაწევი მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად საჭირო ყველა ზომის მიღების შესაძლებლობა; გ) შესაბამისი საქმიანობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულების შესაძლებლობა. 3. ენერგეტიკული საქმიანობის სფეროში ლიცენზიის მაძიებელმა შესაბამის შემთხვევებში ასევე უნდა დაასაბუთოს მის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული საჯარო მომსახურების ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით, აგრეთვე შესაბამის შემთხვევებში − მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობების არსებობა სავალდებულო სალიცენზიო პირობებია. თუ ლიცენზიის მაძიებელი ვერ შეძლებს აღნიშნული პირობების სათანადოდ შესრულების შესაძლებლობის დამტკიცებას, კომისია არ გასცემს ლიცენზიას. 5. ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო პირობების სათანადოდ შესრულება ლიცენზიის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში. კომისია უფლებამოსილია ლიცენზირებად საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას მოსთხოვოს ლიცენზიატს აღნიშნული სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩაითვლება სალიცენზიო პირობების დარღვევად და გამოიწვევს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52¹5161821254138139161412
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…სააღმზრდელო საქმიანობი…დაზღვევის შესახებლიცენზიებისა და ნებართ…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს საპატენტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა