საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

მუხლი 21. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები და კომიტეტები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 15 მარ. 1994

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

საქართველოს რესპუბლიკის სამინისტრო და კომიტეტი არიან აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები, რომლებიც ხელმძღვანელობენ მათთვის მინდობილ მმართველობის დარგს და ექვემდებარებიან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროს, კომიტეტს ხელმძღვანელობს შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრი, კომიტეტის თავმჯდომარე, რომელთაც ეკისრებათ პერსონალური პასუხისმგებლობა სამინისტროსა და კომიტეტისათვის მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და განვითარების, ეკონომიკური რეფორმების ჩატარებისათვის. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრისა და კომიტეტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი მინისტრი და კომიტეტის თავმჯდომარე, რასაც შემდგომ ამტკიცებს მინისტრთა კაბინეტი. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები და კომიტეტები თავიანთ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებენ მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკას, გამოსცემენ ბრძანებებსა და სხვა აქტებს საქართველოს რესპუბლიკის კანონების, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებისა და პრემიერ-მინისტრის განკარგულებების საფუძველზე და მათს შესასრულებლად, ორგანიზაციას უწევენ და ამოწმებენ მათ შესრულებას. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს გააუქმოს საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა და კომიტეტების კანონსაწინააღმდეგო აქტები. საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროები და კომიტეტები ახდენენ მათი საქმიანობის დარგის განვითარების პროგნოზირებას, სწავლობენ მსოფლიო კონიუნქტურას მეცნიერულ-ტექნიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის პროგრამებს, ზრუნავენ თავიანთი მუშაკების სოციალური დაცვისა და კადრების მომზადებისათვის. საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 მარტის კანონი  -  პარლამენტის უწყებანი, №16, 31/03/1994

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 31 მარ. 1994-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 31 მარ. 1994 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8132035455422732852021
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს მთავრობის …საქართველოს განათლების…საპარლამენტო მდივნის შ…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა