ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არარეზიდენტი − ეს ტერმინი განიმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად; ბ) ბროკერი − რეზიდენტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საბროკერო მომსახურებას; გ) გადამზიდველი − ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც პასუხისმგებელია პროდუქციის ტრანზიტის განხორციელებისთვის; დ) ექსპორტი: დ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან პროდუქციის საბაჟო კონტროლისადმი დაქვემდებარებული დროებითი ან მუდმივი გატანა; დ.ბ) ამ მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ ნებისმიერი სახის ელექტრონული საშუალებით გადაგზავნა, რაც მოიცავს ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის ამგვარი კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის ელექტრონულად ხელმისაწვდომობას; დ.გ) ამ მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული კომპიუტერული პროგრამის ან/და ტექნოლოგიის ტელეფონით ან ზეპირად მიწოდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებში არარეზიდენტისათვის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის; ე) ექსპორტიორი − ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ახორციელებს ექსპორტს; ვ) იმპორტი − საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პროდუქციის დროებითი ან მუდმივი შემოტანა; ზ) იმპორტიორი − ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ახორციელებს იმპორტს; თ) ნებართვა − ეს ტერმინი განიმარტება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ი) ნებართვის გამცემი – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას; კ) ნებართვის მაძიებელი – ეს ტერმინი განიმარტება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ლ) ნებართვის მფლობელი – ეს ტერმინი განიმარტება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; მ) ორმაგი დანიშნულების პროდუქცია − პროდუქცია (მათ შორის, კომპიუტერული პროგრამა ან/და ტექნოლოგია), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისათვის, აგრეთვე როგორც ბიოლოგიური ან/და ქიმიური იარაღის, ბირთვული იარაღის ან ბირთვული მასალის შემცველი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ისე არაფეთქებადი მიზნებისათვის; ნ) რეზიდენტი − ეს ტერმინი განიმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად; ო) საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი − პროდუქციის საბოლოო მოხმარების მიზნის დამადასტურებელი და მომხმარებლის აღმნიშვნელი დოკუმენტი; პ) საბროკერო მომსახურება: პ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარედან სხვა, საბოლოო დანიშნულების ადგილას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ პროდუქციის ყიდვის, გაყიდვის ან მიწოდების ორგანიზება, მათ შორის, ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოება. შენიშვნა: ეს ქვეპუნქტი არეგულირებს პროდუქციის ყიდვის, გაყიდვის ან მიწოდების ორგანიზებასთან დაკავშირებულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პროდუქციის გადატანა ორ ან ორზე მეტ იდენტიფიცირებულ ქვეყანას შორის; პ.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ არსებული პროდუქციის ყიდვა, გაყიდვა ან მიწოდება სხვა ქვეყანაში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ. შენიშვნა: საბროკერო მომსახურებაში არ იგულისხმება ისეთი დამხმარე მომსახურება, როგორიცაა გადაზიდვა, ფინანსური მომსახურება, დაზღვევა და გადაზღვევა, ზოგადი რეკლამირება და მხარდაჭერა; ჟ) საკონტროლო ნუსხები − სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხები; რ) სამხედრო პროდუქცია – ამ მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკონტროლო ნუსხებით განსაზღვრული სამხედრო დანიშნულების პროდუქცია; ს) სანებართვო პირობები – ამ კანონის საფუძველზე დადგენილი მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მფლობელი ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას; ტ) საქართველოს საბაჟო ტერიტორია − ეს ტერმინი განიმარტება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად; უ) სახელმწიფო საზღვარი − ეს ტერმინი განიმარტება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ფ) ტექნიკური დახმარება − ტექნიკური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია პროდუქციის შეკეთებასთან, განვითარებასთან, დამზადებასთან, აწყობასთან, ტესტირებასთან, ან სხვა ტექნიკური მომსახურება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პროდუქციასთან დაკავშირებულ ინსტრუქტაჟს, წვრთნას, სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების გაზიარებას, საკონსულტაციო მომსახურებას. ტექნიკური დახმარება აგრეთვე მოიცავს ნებისმიერ ზეპირი ფორმის დახმარებას; ქ) ტრანზიტი − ეს ტერმინი განიმარტება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4922 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. თავი II ექსპორტი
სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ
მუხლი 2
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1 · ძალაშია 1 სექ. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019
მე-2 მუხლის „ტ“ (საქართველოს საბაჟო ტერიტორია) და „ქ“ (ტრანზიტი) ქვეპუნქტებში მიმართვა საქართველოს საგადასახადო კოდექსზე შეიცვალა მიმართვით საქართველოს საბაჟო კოდექსზე.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

