ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 32

რედაქცია №49კონსოლიდირებული · 22 ოქტ. 2009

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნორმატიული აქტი, შინაარსის მიხედვით, შეიძლება დაიყოს კარებად და თავებად, ხოლო კოდექსი – წიგნებადაც. თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს სათაური. კარების, თავების და წიგნების ნუმერაცია უწყვეტია. ნუმერაციისას გამოიყენება რომაული ციფრები.

2.ნორმატიულ აქტში მუხლების, პუნქტების (ნაწილების) და ქვეპუნქტების ნუმერაცია (ანბანური თანამიმდევრობა) უწყვეტია. ნუმერაციისას გამოიყენება არაბული ციფრები. თუ მუხლი რამდენიმე აბზაცისაგან შედგება, ისინი უწყვეტად არაბული ციფრებით ინომრება და მათ პუნქტები (ხოლო კოდექსში – ნაწილები) ეწოდება. თუ მუხლის რომელიმე პუნქტი (ნაწილი) ქვეპუნქტებადაა დაყოფილი, ისინი ანბანურად ინომრება. მუხლს შეიძლება ჰქონდეს სათაური. მუხლის პუნქტი (ნაწილი) და ქვეპუნქტი უსათაუროა.

3.ნორმატიულ აქტში წიგნის, კარის, თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის ამოღების ან/და ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის (ანბანური თანამიმდევრობის) უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით აქტის გამოქვეყნებისას ამოღებული ან/და ძალადაკარგული წიგნის, კარის, თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის ადგილას მიეთითება ის ნორმატიული აქტი, რომლითაც წიგნი, კარი, თავი, მუხლი, პუნქტი (ნაწილი) ან ქვეპუნქტი ამოღებულად ან/და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.

4.ნორმატიულ აქტში წიგნის, კარის, თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის ნუმერაციის (ანბანური თანამიმდევრობის) უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით მიეთითება შესაბამისად წინა წიგნის, კარის, თავის, მუხლის, პუნქტის (ნაწილის) ან ქვეპუნქტის ნომერი დამატებითი ციფრით (პრიმა წიგნი, კარი, თავი, მუხლი, პუნქტი (ნაწილი) ან ქვეპუნქტი).

5.ნორმატიული აქტის რომელიმე დებულების მითითება ხდება შემდეგი წესით: უნდა დასახელდეს ნორმატიული აქტის სახე და სათაური, მუხლი, პუნქტი(ნაწილი), ქვეპუნქტი, ხოლო თუ აუცილებელია – წინადადებაც. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1978 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.79 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №40 · ძალაშია 7 მაი. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 9 ნოე. 2009
  2. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტში უწყვეტი ნუმერაცია გავრცელდა პუნქტებზე (ნაწილებზე) და ქვეპუნქტებზე, ხოლო მე-3 და მე-4 პუნქტებში ამოღებისა და დამატების წესი გაფართოვდა წიგნზე, კარზე, თავზე, პუნქტსა და ქვეპუნქტზე.

  3. 32-ე მუხლს დაემატა ახალი მე-3 და მე-4 პუნქტები: ამოღებული ან ძალადაკარგული მუხლის ადგილას მიეთითება ამოღების აქტი, ხოლო დამატებული მუხლი ინომრება წინა მუხლის ნომრით და დამატებითი ციფრით (პრიმა მუხლი).

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52¹16718322114191617192132
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს ზოგადი ადმ…სანოტარო მოქმედებათა შ…