Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანორმატიული აქტების შესახებმუხლი 33

ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 33

რედაქცია №49კონსოლიდირებული · 22 ოქტ. 2009

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.01.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: ნორმატიული აქტების შესახებ

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანო. პარლამენტის რეგლამენტის პროექტს, ასევე პროექტს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების ან/და დამატების შეტანის შესახებ ამზადებს და წარადგენს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია, პარლამენტის კომიტეტი.

2.საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტსა და ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (მის სტრუქტურულ ერთეულს) უფლება აქვთ დაუკვეთონ ნორმატიული აქტის პროექტი სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციასა და დაწესებულებას (მათ შორის უცხოეთის დაწესებულებას), ცალკეულ სპეციალისტსა და სპეციალისტთა ჯგუფს (მათ შორის უცხოელებს).

3.საკანონმდებლო აქტის პროექტი საქართველოს პარლამენტში განხილვამდე საექსპერტო დასკვნისთვის შეიძლება გადაეცეს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.

4.საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი (საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების გარდა) გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. იუსტიციის სამინისტრო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის გადაცემიდან ორი კვირის ვადაში იძლევა დასკვნას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მისი შესაბამისობის თაობაზე. იუსტიციის სამინისტროს დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტებთან, რის შემდეგაც იგი საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელახალ დასკვნას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტებთან შესაბამისობის თაობაზე. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 2004 წლის 17 თებერვლის კანონი №3350 - სსმ I, №4, 02.03.2004 წ., მუხ.10 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №40 · ძალაშია 7 მაი. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 9 ნოე. 2009
  2. 15 ივლ. 2004

    33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ახლა ეხება კანონქვემდებარე აქტის პროექტებს, ჩამოთვლილ ორგანოთა პროექტების გამონაკლისით, და ითვალისწინებს ორკვირიან დასკვნას უპირატესი იურიდიული ძალის აქტებთან შესაბამისობაზე.

  3. 16 მარ. 2004· გამოქვეყნდა 2 მარ. 2004

    33-ე მუხლის პირველ პუნქტში განისაზღვრა, რომ რეგლამენტის პროექტს და მასში ცვლილების პროექტს ამზადებს და წარადგენს პარლამენტის წევრი, ფრაქცია ან კომიტეტი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 32შემდეგი მუხლი 34

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 22 ოქტ. 2009 · №49

  • 3 ცვლილება · ბოლო 9 ნოე. 2009
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 15ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო
  • 19ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა
  • 20ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მასში ცვლილების შეტანის წესი

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 13ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 15ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 96კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები
  • 97კანონპროექტის განსახილველად მიღება და საკომიტეტო მოსმენისთვის მომზადება
  • 42ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 90უმაღლესი
  • 72კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 112უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ან/და საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენა
  • 86კანონპროექტის განსახილველად მიღება და მომზადება საკომიტეტო მოსმენისთვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
151920139072151128696974233
მნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…