Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 21

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 21. დოკუმენტის შედგენის ფორმალური და ტექნიკური წესები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 20 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.სანოტარო აქტი უნდა შედგეს მკაფიო და ნათელი ენით ისე, რომ გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება.

2.სანოტარო აქტი უნდა დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან უნდა დაიწეროს ხელით (ხელნაწერი დოკუმენტი). სანოტარო აქტის სრულად ან ნაწილობრივ ხელით დაწერისას ან ხელმოწერების შესრულებისას გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ბურთულიანი, სინათლემედეგი და წყალმედეგი მელნის ავტოკალამი.

3.დასაშვებია დამადასტურებელი წარწერის კომბინირებული საშუალებით (ტექნიკური საშუალებითა და ხელნაწერის გამოყენებით) შედგენა. მაგრამ საჯარო აქტის ფორმით შედგენილი გარიგების ან მოწმობის ტექსტი შედგენილი უნდა იყოს ერთგვაროვანი საშუალებით (ან მთლიანად ერთი და იმავე სახის ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ან მთლიანად ხელნაწერის სახით).

4.ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად.

5.სანოტარო აქტი სრულდება A4 ფორმატის ((210X297 მმ) მყარ თეთრი ფერის ქაღალდზე, რომლის სიმკვრივეა არანაკლებ 80 გრ/კვ.მ. ამასთანავე, სანოტარო აქტის ყდისათვის დასაშვებია სხვა ფერის ქაღალდის გამოყენება.

6.დოკუმენტის გაყალბებისაგან დაცვის მიზნით, ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო აქტი შეასრულოს დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდის გამოყენებით.

7.საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს საჯარო აქტების (სანოტარო აქტების) გაფორმების სტანდარტული წესები (დოკუმენტების ერთგვაროვანი თავფურცელი, თავფურცელზე მისათითებელი ინფორმაცია, დოკუმენტების აკინძვის ერთგვაროვანი წესები და სხვა).

8.სიტყვათა და ტერმინთა შემოკლება სანოტარო აქტში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია.

9.დოკუმენტები, რომელთა საფუძველზე შედგა საჯარო სანოტარო აქტი და რომლებიც უნდა დარჩეს ნოტარიუსთან, დაერთვის სანოტარო აქტის იმ ეგზემპლარს, რომელიც ინახება სანოტარო არქივში. სანოტარო აქტის მონაწილის მოთხოვნით, დანართი შეიძლება დაერთოს სანოტარო აქტის სხვა ეგზემპლარსაც.

10.თუ ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან, დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ერთ-ერთ პირობას მაინც: ა) ფურცლები უნდა იყოს აკინძული, ზონარგაყრილი და ზონარდაწებებული. ამასთანავე, ზონარს ქაღალდი ისე უნდა ჰქონდეს გადაკრული, რომ ქაღალდის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელი ოყოს ზონრის გახსნა. ქაღალდის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული. ზონარზე დაწებებულ ქაღალდზე დასმული უნდა იყოს დოკუმენტის გამცემი ორგანოს ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ისე, რომ ბეჭდის ანაბეჭდისა და ხელმოწერის ნაწილი ასახული იყოს დაწებებულ ფურცელზე, ხოლო ნაწილი დოკუმენტის ფურცელზე. ამასთანავე, ამავე წესით მითითებული უნდა იყოს აკინძული ფურცლების რაოდენობა; ბ) თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული, აგრეთვე მითითებული უნდა იყოს გვერდების საერთო რაოდენობა, ხოლო თუ დოკუმენტის ნამდვილობისათვის არ არის აუცილებელი ბეჭედი, მაშინ თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი, ხელმოწერილი, აგრეთვე მითითებული უნდა იყოს გვერდების საერთო რაოდენობა.

11.საჯარო სანოტარო აქტს, რომელიც ინახება სანოტარო არქივში, უნდა დაერთოს (აიკინძოს სანოტარო აქტთან ერთად ამ მუხლით დადგენილი წესით) ყველა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესრულდა სანოტარო მოქმედება, გარდა ავტომოტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობისა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა, აგრეთვე დოკუმენტისა, რომელიც უკვე ინახება ნოტარიუსის სანოტარო არქივში. სანოტარო აქტში უნდა მიეთითოს აღნიშნული დოკუმენტების რეკვიზიტები.

12.თუ გარიგების დამოწმება, ან მოწმობის გაცემა საჭიროებს სხვა დოკუმენტის (დოკუმენტების) წარდგენას, სანოტარო მოქმედების მონაწილე ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს საჭირო დოკუმენტის (დოკუმენტების) დედანი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის მოთხოვნებს, ან დამოწმებული ასლის სახით, თუ კანონმდებლობით ან ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი. სანოტარო აქტს დაერთვის დოკუმენტის დედანი ან წარდგენილი დედნის ასლი. დოკუმენტის ასლი რომელიც ინახება სანოტარო არქივში და აკინძულია სანოტარო აქტთან ერთად ამ მუხლის მე-10 პუნქტის ა ქვეპუნქტით დადგენილი წესით, მიიჩნევა დოკუმენტის დამოწმებული ასლად და დასაშვებია სანოტარო არქივიდან მისი დამოწმებული ასლების ან ამ დოკუმენტებიდან ამონაწერების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

13.ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება დოკუმენტების მიმართ, რომლებიც მიღებულია ისეთი სახელმწიფოდან, სადაც არ მოქმედებს დოკუმენტის სავალდებულო აკინძვის წესი (მაგალითად, აშშ). ასეთი დოკუმენტის ნამდვილობაზე სრული პასუხისმგებლობა (მათ შორის, სისხლის- სამართლებრივი) ეკისრება დოკუმენტის წარმომდგენ პირს. ნოტარიუსი ვალდებულია მხარეები გააფრთხილოს ამ ვალდებულების არარსებობისა და მისი შესაძლო შედეგების შესახებ და ამ გაფრთხილების შესახებ აღნიშნოს სანოტარო აქტში.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2010

    The amendment details requirements for multi-page documents presented to a notary, specifying binding/numbering or alternative methods for verification.

წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-10-20 · №23

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2010-07-01
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 15საჯარო და კერძო აქტები
  • 17სანოტარო მოქმედების შესრულების ფორმალური საფუძვლები
  • 24საჯარო და კერძო აქტის ენა

ნოტარიატის შესახებ

  • 50სანოტარო დოკუმენტის ხელმოწერის წესი
  • 5სანოტარო მოქმედება
  • 38სანოტარო მოქმედება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1357სანოტარო ფორმა

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 2სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები
  • 16ნორმატიული აქტის სტრუქტურა

სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ

  • 31სანოტარო მოქმედებათა შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურება

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 20სანოტარო მედიაციის პროცესი

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 14ნორმატიული აქტის სტრუქტურა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31135721650538151724142021
მნიშვნელობით ახლოსსანოტარო მოქმედებათა შ…ნოტარიატის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…ნორმატიული აქტების შეს…სანოტარო მოქმედებათა შ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო