საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 51. სამუშაო დროისა და ფრენის დროის ნორმები

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამოქალაქო ავიაციის სამუშაო დროისა და ფრენის დროის ნორმებს განსაზღვრავს ავიასაწარმოს ადმინისტრაცია სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, საფრენოსნო ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასა და საფრენოსნო შემადგენლობასთან შეთანხმებით.

2.იკრძალება იმ სამუშაო დროისა და ფრენის დროის გადამეტება, რომლებიც დადგენილია სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და საქართველოს შრომის კანონმდებლობით.

3.სახელმწიფო ავიაციის სამუშაო დროისა და ფრენის დროის ნორმებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6385 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. თავი VIII. საერთაშორისო ფრენა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 9 ივლ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 19 ივნ. 2012

    51-ე მუხლის ახალი რედაქციით სამოქალაქო ავიაციის სამუშაო და ფრენის დროის ნორმებს ავიასაწარმოს ადმინისტრაცია ადგენს, გადამეტება აკრძალულია, ხოლო სახელმწიფო ავიაციის ნორმებს თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15¹111⁴174495224394749802251
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…საქართველოს შრომის კოდ…პენიტენციური კოდექსითავდაცვის კოდექსისოციალური მუშაობის შეს…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა