საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 50. საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის გამოყენება ფრენისა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების გაწევის დროს

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რადიოკავშირის მოწყობილობებით აღჭურვილი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი, ხოლო თუ ეკიპაჟი ერთი პირისგან შედგება − პილოტი ვალდებულია უზრუნველყოს ეთერის განუწყვეტელი მოსმენა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთან რადიოკავშირის დამყარება რადიოკავშირის დადგენილ საავიაციო სიხშირეებზე.

2.საავიაციო რადიოკავშირის და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესს შეიმუშავებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სააგენტო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3.საქართველოს საჰაერო სივრცეში (გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ − „ი“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არეებისა, აგრეთვე გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს შორის რადიოკავშირი ხორციელდება ICAO-ს სამუშაო ენაზე − ინგლისურ ენაზე.

4.თუ საჰაერო ხომალდი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მგზავრთა სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გამონაკლისის სახით, შეიძლება რადიოკავშირის დამყარება ქართულ ენაზე ან ICAO-ს სხვა სამუშაო ენაზე, იმ პირობით, რომ ეს ენა ცნობილია საჰაერო მოძრაობის მომსახურების გამწევი, რადიოკავშირის განმახორციელებელი პირებისათვის − პილოტისა და მეთვალყურისათვის. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №27 · ძალაშია 1 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 11 იან. 2018

    მე-2 ნაწილში რადიოკავშირისა და ფრაზეოლოგიის წესის შემუშავება თავდაცვის სამინისტროსა და სააგენტოს დაევალა, დამტკიცება კი მთავრობას. მე-3 ნაწილში დარღვეული კავშირის წესი ჩანაცვლდა ინგლისური ენის მოთხოვნით, ხოლო ახალი მე-4 ნაწილი ავარიულ შემთხვევაში ქართულ ან სხვა სამუშაო ენას ითვალისწინებს.

  2. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    50-ე მუხლის მე-2 პუნქტში რადიოკავშირის წესის განმსაზღვრელი ორგანო აღწერილია როგორც საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი ორგანო.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1311047¹471741610441459246 (და…50
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…ელექტრონული კომუნიკაცი…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს ადმინისტრა…საკონსულო საქმიანობის …სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა