პენიტენციური კოდექსი

მუხლი 22. მოსამსახურის სამუშაო დრო

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეებისთვის ან/და ცალკეული მოსამსახურეებისთვის დადგენილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულისგან განსხვავებული სამუშაო დრო ან/და მუშაობის განსხვავებული პირობები, კერძოდ: ა) მოსამსახურისთვის დადგენილია არაუმეტეს 48-საათიანი სამუშაო კვირა და არანორმირებული სამუშაო დღე; ბ) მოსამსახურისთვის (გარდა ცვლაში მომუშავე მოსამსახურისა) დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობა ნებაყოფლობითია. ამ შემთხვევაში მას ანაზღაურება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) ცვლაში მომუშავე მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს, გარდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა. ცვლაში მომუშავე მოსამსახურეებისთვის დგინდება თანაბარი ხანგრძლივობის ცვლები; დ) მოსამსახურეები მინისტრის ბრძანებით შეიძლება განსაკუთრებულ რეჟიმზე იქნენ გადაყვანილი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოსამსახურის სამუშაო დრო განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეებისთვის ან/და ცალკეული მოსამსახურეებისთვის დადგენილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულისგან განსხვავებული სამუშაო დრო ან/და მუშაობის განსხვავებული პირობები, კერძოდ: ა) მოსამსახურისთვის დადგენილია არაუმეტეს 48-საათიანი  სამუშაო კვირა და არანორმირებული სამუშაო დღე; ბ) მოსამსახურისთვის (გარდა ცვლაში მომუშავე მოსამსახურისა) დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობა ნებაყოფლობითია. ამ შემთხვევაში მას ანაზღაურება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით; გ) ცვლაში მომუშავე მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს, გარდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა. ცვლაში მომუშავე მოსამსახურეებისთვის დგინდება თანაბარი ხანგრძლივობის ცვლები; დ) მოსამსახურეები მინისტრის ბრძანებით შეიძლება განსაკუთრებულ რეჟიმზე იქნენ გადაყვანილი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹⁴243940609495012380231522
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსითავდაცვის კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…საჯარო სამსახურის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა