მიწის რეგისტრაციის შესახებ

მუხლი 1. კანონში გამოყენებული ცნებები

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

ამ კანონში გამოყენებულ ძირითად ცნებებს (ტერმინებს) აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: „კადასტრული რუკა” – ამ კანონის მესამე თავში მითითებული რუკა ან რუკების ერთობლიობა. „მიწის რეგისტრაცია” – მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაცია. „რეგისტრაცია” – სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის, შენიშვნის ან აღწერის შეტანა და უძრავი ქონების გრაფიკული ასახვა ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად. „რეგისტრატურა” – მიწის რეგისტრაციის სამსახური. „სააღრიცხვო ბარათი” – სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეულ მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთის და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლების ობიექტის გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია კადასტრულ რუკაზეც). „სარეგისტრაციო ნომერი” – რეესტრით განსაზღვრული ნომერი, რომელიც მიეკუთვნება თითოეულ მიწის ნაკვეთს და მასთან დაკავშირებულ სხვა უძრავ ქონებას. „საზღვრების დადგენა” – საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის და სხვა უძრავი ქონების საზღვრების დადგენა. „სერვიტუტი” – სხვის საკუთრებაში არსებული მიწით და სხვა უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება ან ამ ქონების გამოყენებაზე დაწესებული რაიმე პირობა, რომელიც გარკვეულწილად ზღუდავს მესაკუთრის უფლებებს (მაგალითად, სხვის ნაკვეთზე არსებული გზით, არხით, წყლით სარგებლობის უფლებას და სხვა). „სარეგისტრაციო მოწმობა” – მოწმობა, რომელშიც მოცემულია მიწისა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების დახასიათება და უფლებრივი დატვირთვა რეგისტრაციის მონაცემების შესაბამისად. „სხვა უძრავი ქონება” – მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობები. „რეგისტრაციის ზონა” – მიწის და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაციის მიზნით განსაზღვრული გეოგრაფიული ზონა. „შეზღუდვა” – რეგისტრატორის განკარგულება გარკვეული უძრავი ქონების მიმართ უფლების რეგისტრაციის შეზღუდვის შესახებ. „შეზღუდვაზე შეთანხმება” – მიწის და სხვა უძრავი ქონების გამოყენების შეზღუდვის აქტი. „ჰიპოთეკა” – კრედიტის მისაღებად მიწის და სხვა უძრავი ქონების გამოყენებისას კრედიტორის უფლება პირველ რიგში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ამ ქონებიდან. თავი II მიწის რეგისტრაციის სისტემის ორგანიზება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 11 დეკ. 1996-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
222472003222 (მე…391537¹1
მნიშვნელობით ახლოსმიწის ნაკვეთებზე უფლებ…საჯარო რეესტრის შესახე…ფიზიკური და კერძო სამა…საჯარო რეესტრის შესახე…ფიზიკური და კერძო სამა…საცხოვრებელი სადგომით …