1.თუ ქონების თაობაზე შეთანხმების შემომთავაზებელი პირი შუამდგომლობს რეგისტრატორთან ამ ქონებასთან დაკავშირებით სხვა პირის უფლების რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე და ქონების მესაკუთრე წერილობით ადასტურებს ამის თანხმობას, მაშინ ნებისმიერი დოკუმენტის რეგისტრაცია შეიძლება შეჩერდეს 15-30 დღის ვადით, შუამდგომლობის შემოსვლისა და რეგისტრატორის მიერ დამოწმების, აგრეთვე სააღრიცხვო ბარათზე შესაბამისი ჩანაწერის გაკეთების მომენტიდან. შეჩერების მიზანია არ დაუშვას ორმაგი გარიგების რეგისტრაცია.
2.ყოველი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს მიწაზე და მასთან დაკავშირებულ სხვა უძრავ ქონებაზე ორი ან მეტი პირის საკუთრების უფლების დამამტკიცებელ საბუთს, სარეგისტრაციო ბარათში იდენტურად ასახული უნდა იქნეს თითოეული თანამესაკუთრის წილი. თუ თითოეული მესაკუთრის წილის ოდენობა ცნობილი არ არის, მაშინ ყოველ თანამესაკუთრეზე აღირიცხება ქონების თანაბარი წილი, სანამ საწინააღმდეგო არ იქნება დამტკიცებული.
3.სარეგისტრაციო ბარათის ჩანაწერებით გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით დასაშვებია ოჯახის (კომლის) წევრთა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ან სხვა სახის უძრავი ქონების რეგისტრაციისას „მესაკუთრის” გრაფაში აღირიცხოს ოჯახის უფროსი (დანარჩენი წევრებისაგან დელეგირებული პირი), ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრების უფლებები აღირიცხოს „შეზღუდვის” გრაფაში.
4.ანალოგიურად შეიძლება აისახოს სარეგისტრაციო ბარათზე უფლებები იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომელზეც თანამესაკუთრეთა რაოდენობა ორს აღემატება.
5.სარეგისტრაციო ბარათზე ქონების ასეთი ასახვა ტექნიკური ხასიათისაა და არ ზღუდავს რომელიმე თანამფლობელის კანონიერ უფლებებს. თავი III რუკები, ნაკვეთები, საზღვრები

