Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაცხოველთა სამყაროს შესახებმუხლი 17

ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 17. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დაცვა

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023
თემები:წყლის რესურსებისატყეო საქმე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ყოველგვარი საქმიანობა , რომელიც გავლენას ახდენს ცხოველთა სამყაროს მდგომარეობაზე , გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე , გამრავლების არეალებზე , გადარჩენის სტაციებზე , სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებზე და წყლის სასმელ ადგილებზე უნდა ხორციელდებოდეს იმ მოთხოვნათა შესაბამისად , რომლებიც უზრუნველყოფენ მათ დაცვას .

2.დასახლებული პუნქტების , საწარმოების , ნაგებობებისა და სხვა ობიექტების დაპროექტების , განლაგების , მშენებლობის დროს , არსებულთა სრულყოფისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისას , ყამირი მიწების , ჭარბტენიანი ტერიტორიების , სანაპირო და ბუჩქნარით დაფარული ტერიტორიების სამეურნეო ბრუნვაში მოქცევისას , მიწების მელიორაციის დროს , ტყით სარგებლობისას , გეოლოგიურ - საძიებო სამუშაოების შესრულებისას , სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების , სასოფლო - სამეურნეო ცხოველთა საძოვარი და გადასარეკი ადგილების განსაზღვრის , ტურისტული მარშრუტების შემუშავებისა და მოსახლეობის მასობრივი დასვენების ადგილების მოწყობის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს და განხორციელდეს ღონისძიებანი გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოსა და გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციების , სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების , წყლის სასმელი ადგილების შესანარჩუნებლად . უზრუნველყოფილ უნდა იქნეს აგრეთვე , გარეულ ცხოველთა ნორმალური არსებობისათვის განსაკუთრებული ღირებულების მქონე უბნების ხელშეუხებლობა .

3.რკინიგზის , გზატკეცილების , მილსადენი და სხვა სატრანსპორტო მაგისტრალების , ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზების , აგრეთვე არხების , კაშხლებისა და სხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დაპროექტების , განლაგების , აგრეთვე მშენებლობის დროს , საძოვრებისა და სახნავ - სათესი ფართობების გამოყოფისას უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს ღონისძიებანი , რომლებიც უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების , გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციებისა და წყლის სასმელი ადგილების შენარჩუნებას .

4.სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აჩერებს ან კრძალავს ყველა სახის (მათ შორის, ამ მუხლის პირველ–მე-3 პუნქტებში აღნიშნულ) საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხოველთა სამყაროზე, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე, გამრავლების არეალებზე, გადარჩენის სტაციებზე, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებსა და წყლის სასმელ ადგილებზე და რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ან გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ხორციელდება. [4. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აჩერებს ან კრძალავს ყველა სახის (მათ შორის, ამ მუხლის პირველ–მე-3 პუნქტებში აღნიშნულ) საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხოველთა სამყაროზე, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე, გამრავლების არეალებზე, გადარჩენის სტაციებზე, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებსა და წყლის სასმელ ადგილებზე და რომელიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე ან გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ხორციელდება. (ამოქმედდეს  2026 წლის 1 სექტემბრიდან) ] საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №903 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3385 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ყოველგვარი საქმიანობა , რომელიც გავლენას ახდენს ცხოველთა სამყაროს მდგომარეობაზე , გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე , გამრავლების არეალებზე , გადარჩენის სტაციებზე , სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებზე და წყლის სასმელ ადგილებზე უნდა ხორციელდებოდეს იმ მოთხოვნათა შესაბამისად , რომლებიც უზრუნველყოფენ მათ დაცვას . 2. დასახლებული პუნქტების , საწარმოების , ნაგებობებისა და სხვა ობიექტების დაპროექტების , განლაგების , მშენებლობის დროს , არსებულთა სრულყოფისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვისას , ყამირი მიწების , ჭარბტენიანი ტერიტორიების , სანაპირო და ბუჩქნარით დაფარული ტერიტორიების სამეურნეო ბრუნვაში მოქცევისას , მიწების მელიორაციის დროს , ტყით სარგებლობისას , გეოლოგიურ - საძიებო სამუშაოების შესრულებისას , სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების , სასოფლო - სამეურნეო ცხოველთა საძოვარი და გადასარეკი ადგილების განსაზღვრის , ტურისტული მარშრუტების შემუშავებისა და მოსახლეობის მასობრივი დასვენების ადგილების მოწყობის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს და განხორციელდეს ღონისძიებანი გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოსა და გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციების , სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების , წყლის სასმელი ადგილების შესანარჩუნებლად . უზრუნველყოფილ უნდა იქნეს აგრეთვე , გარეულ ცხოველთა ნორმალური არსებობისათვის განსაკუთრებული ღირებულების მქონე უბნების ხელშეუხებლობა . 3. რკინიგზის , გზატკეცილების , მილსადენი და სხვა სატრანსპორტო მაგისტრალების , ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზების , აგრეთვე არხების , კაშხლებისა და სხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დაპროექტების , განლაგების , აგრეთვე მშენებლობის დროს , საძოვრებისა და სახნავ - სათესი ფართობების გამოყოფისას უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს ღონისძიებანი , რომლებიც უზრუნველყოფენ გარეულ ცხოველთა სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების , გამრავლების არეალების , გადარჩენის სტაციებისა და წყლის სასმელი ადგილების შენარჩუნებას . 4. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აჩერებს ან კრძალავს ყველა სახის (მათ შორის, ამ მუხლის პირველ–მე-3 პუნქტებში აღნიშნულ) საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხოველთა სამყაროზე, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე, გამრავლების არეალებზე, გადარჩენის სტაციებზე, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებსა და წყლის სასმელ ადგილებზე და რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ან გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ხორციელდება. [4. სამინისტრო საქართველოს 2017კანონმდებლობით დადგენილი წესით აჩერებს ან კრძალავს ყველა სახის (მათ შორის, ამ მუხლის პირველ–მე-3 პუნქტებში აღნიშნულ) საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხოველთა სამყაროზე, გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოზე, გამრავლების არეალებზე, გადარჩენის სტაციებზე, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელ გზებსა და წყლის სასმელ ადგილებზე და რომელიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე ან გარემოს დაცვის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ხორციელდება. (ამოქმედდეს  2026 წლის 1 ივნისისსექტემბრიდან) ] საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №903  - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3385 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2023
  2. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 21 ივნ. 2017
წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ველური ბუნების სამართალისერვისის გვერდი
  • საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-29 · №20

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2023-06-30
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 9ცხოველთა სამყაროს ობიექტებით რაციონალური სარგებლობის ძირითადი მოთხოვნები
  • 22ცხოველთა სამყაროს დაცვა მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და სხვა პრეპარატების გამოყენებისას
  • 16ცხოველთა სამყაროს დაცვის უზრუნველყოფა

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 11გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა დაცვა
  • 10გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის ძირითადი მოთხოვნები
  • 20გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენითი ღონისძიებები

გარემოს დაცვის შესახებ

  • 46ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვა

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 20საქმიანობა დაცულ ტერიტორიებზე

წყლის შესახებ

  • 18იმ საწარმოს, ნაგებობის და სხვა ობიექტის განლაგება, დაპროექტება, მშენებლობა და საექსპლუატაციოდ გადაცემა, რომელიც გავლენას ახდენს წყლის მდგომარეობაზე
  • 24წყლის დაცვა დაცული ტერიტორიების სისტემით

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 85გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია და ჰიბრიდიზაცია

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 38ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1110203885204692216182417
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…საქართველოს „წითელი ნუ…გარემოს დაცვის შესახებდაცული ტერიტორიების სი…წყლის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 29 ივნ. 2023