Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
ლექსიკონისაქმიანობა
ლექსიკონი

საქმიანობა

კანონში განსაზღვრული 4 განმარტება

წყაროები:გარემოს დაცვის შესახებ · მუხლი 4ცხოველთა სამყაროს შესახებ · მუხლი 2წყლის შესახებ · მუხლი 2გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი · მუხლი 3

გარემოს დაცვის შესახებ

მუხლი 4

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა; [ ზ) საქმიანობა – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობა და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] თ) საქმიანობის სუბიექტი – საქმიანობის განმახორციელებელი პირი, ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი

ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 2

სამეწარმეო, სამეურნეო ან ნებისმიერი სხვა საქმიანობა, მათ შორის, განსახლებისა და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების, ქალაქთმშენებლობითი გეგმების, დარგობრივი გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის და მათი გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, აგრეთვე იმ საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომლებიც ახდენენ გავლენას ან შეიძლება მოახდინონ გავლენა გარემოს მდგომარეობის ხარისხზე

წყლის შესახებ

მუხლი 2

სამეწარმეო, სამეურნეო ან ყველა სხვაგვარი საქმიანობა, განსახლებისა და განვითარების გეგმებისა და პროექტების განხორციელება, ინფრასტრუქტურული პროექტების, განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმების, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის, ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის პროექტებისა და პროგრამების განხორციელების ჩათვლით, ასევე არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ტექნიკური და ტექნოლოგიური განახლება, რომლებიც ახდენენ ან შეუძლიათ მოახდინონ გავლენა გარემოს მდგომარეობის ხარისხზე

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

მუხლი 3

სამშენებლო, საწარმოო და სამონტაჟო სამუშაოები, ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა, მათ შორის, მინერალური რესურსების მოპოვება/გადამუშავება, რომელიც გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge)