ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 45. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის წესი

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.43-ე მუხლის 1 პუნქტის „ა“,„ბ“,„გ“,„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტა უნდა მოხდეს აღნიშნული პირობების წარმოშობისთანავე.

2.43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღება ორი თვის შემდეგ მოსარგებლისთვის წერილობითი შეატყობინებიდან მის მიერ დაშვებული დარღვევებისა და ამ დარღვევების აღმოსაფხვრელ ღონისძიებათა გაუტარებლობის შესახებ.

3.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება შეიძლება ვადამდე ადრე შეწყდეს მოსარგებლის ინიციატივით, რის შესახებაც წერილობით უნდა ეცნობოს სამინისტროს ექვსი თვით ადრე მაინც.

4.თუ აღმოიფხვრა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების ნაწილობრივი შეწყვეტის გამომწვევი მიზეზი და პირობები, ეს უფლება შეიძლება სრულად იქნეს აღდგენილი.

5.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტა ხდება სამინისტრო მიერ ლიცენზიის გაუქმების გზით.

6.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტა მოსარგებლეს არ ათავისუფლებს ზარალის ანაზღაურების პასუხისმგებლობისგან, რომელიც მიყენებული იქნა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად.

7.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. 43-ე მუხლის 1 პუნქტის „ა“,„ბ“,„გ“,„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტა უნდა მოხდეს აღნიშნული პირობების წარმოშობისთანავე. 2. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღება ორი თვის შემდეგ მოსარგებლისთვის წერილობითი შეატყობინებიდან მის მიერ დაშვებული დარღვევებისა და ამ დარღვევების აღმოსაფხვრელ ღონისძიებათა გაუტარებლობის შესახებ. 3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება შეიძლება ვადამდე ადრე შეწყდეს მოსარგებლის ინიციატივით, რის შესახებაც წერილობით უნდა ეცნობოს სამინისტროს ექვსი თვით ადრე მაინც. 4. თუ აღმოიფხვრა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების ნაწილობრივი შეწყვეტის გამომწვევი მიზეზი და პირობები, ეს უფლება შეიძლება სრულად იქნეს აღდგენილი. 5. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტა ხდება სამინისტრო მიერ ლიცენზიის გაუქმების გზით. 6. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტა მოსარგებლეს არ ათავისუფლებს ზარალის ანაზღაურების პასუხისმგებლობისგან, რომელიც მიყენებული იქნა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად. 7. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3882019544344414122 (დ…373645
მითითებამნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…საქართველოს გარემოს და…ელექტრონული კომუნიკაცი…კანონი საქართველოს საბ…ლიცენზიებისა და ნებართ…კოლხეთის დაცული ტერიტო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა