Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალიცენზიებისა და ნებართვების შესახებმუხლი 20

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

მუხლი 20. სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა. სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

რედაქცია №128 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026
თემები:ტელეკომუნიკაციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹345678

1.ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2.ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია  შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს. ლიცენზიის გამცემს 10 კალენდარული დღის ვადაში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს სათანადო სალიცენზიო მოწმობას.

2¹.თუ მთლიანი ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისებამდე ლიცენზიის მფლობელი იმავდროულად იყო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული პირი, რომელსაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართავენ შესაბამის გადაწყვეტილებათა რეესტრში ცვლილების შეტანის, გადაწყვეტილების დედნის მიღებისა და ამ გადაწყვეტილების შესაბამისად გარემოსდაცვითი პირობების დადგენის მიზნით. ასეთ შემთხვევაში გარემოსდაცვითი პირობების დარღვევისათვის თითოეული სუბიექტის პასუხისმგებლობა ინდივიდუალურად, მისთვის დადგენილი პირობების შესაბამისად განისაზღვრება. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იხილავს წარმოდგენილ განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვალდებულების ლიცენზიის გამცემის მიერ შეუსრულებლობა არ აბრკოლებს ლიცენზიის მიმღებისათვის შესაბამისი სარგებლობის განხორციელებას.

4.ლიცენზიის მიმღები უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი სარგებლობა მხოლოდ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ლიცენზიის გამცემისათვის სარგებლობის ლიცენზიის გადაცემის შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, ხოლო ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დამატებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მიმღებს.

5.ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობებთან და სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა-დაზიანებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონის III თავით დადგენილი წესით.

6.დაუშვებელია სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის სხვა პირისათვის გადაცემა, როდესაც ლიცენზიის მფლობელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.

7.მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით არის შესაძლებელი, საქართველოს შავი ზღვის კონტინენტურ შელფზე რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა რამდენიმე ნაწილად დაყოს, იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი.

8.ნებისმიერი პირი, მათ შორის, საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია, რომლის საკუთრებაში, სარგებლობაში ან მართვაში გადავა დაგირავებული ან სხვაგვარად დატვირთული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზია, ვალდებულია შეასრულოს სალიცენზიო პირობები, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები და ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3533 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.274 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1983 - სსმ I, №32, 06.11.2009 წ., მუხ.195 საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5854 – ვებგვერდი, 28.03.2012წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №895 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5273 – ვებგვერდი, 11.11.2019წ. თავი V . კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე. ლიცენზიის გაუქმება

წინა მუხლი 19შემდეგი მუხლი 21

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სპექტრის განაწილებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-24 · №128

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 19სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი. სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა
  • 13ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები
  • 16საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 15გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების სხვა პირისთვის გადაცემა

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 7ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები
  • 14ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა
  • 10ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25⁹საქმიანობის ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 20ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის  სხვა პირისთვის გადაცემა

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ

  • 43—
  • 44—

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 8ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7141025⁹81913164344152020
მნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი შეფასებ…სამეწარმეო საქმიანობის…ნავთობისა და გაზის შეს…სამრეწველო ემისიების შ…ლიცენზიებისა და ნებართ…ცხოველთა და მცენარეთა …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 24 ივნ. 2026