1.ინსპექტირების პროცესში დარღვევების გამოვლენისას დადგენილი წესით მიიღება გადაწყვეტილება მათზე რეაგირების ზომების გამოყენების თაობაზე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებზე რეაგირება ხორციელდება ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად. 1 1 . საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში , პირს ჩამოერთმევა მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი / ობიექტები და თუ მისი / მათი მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანი არ არის , დეპარტამენტი უფლებამოსილია , მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი / ობიექტები , უსასყიდლოდ გაანაწილოს სოციალური მიზნებისათვის , ხოლო , თუ მოპოვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტს / ობიექტებს საკვებად უვარგისობის დამადასტურებელი ნიშნები ახასიათებს ( შეცვლილი აქვს ჩვეული ფერი ან / და აღენიშნება ჯანსაღი პროდუქციისათვის უჩვეულო , უსიამოვნო სუნი ), დაუყოვნებლივ გაანადგუროს იგი / ისინი დამარხვით ან შესაბამის ინსინერატორში დაწვით , „ ტექნიკური რეგლამენტის − „ ეპიზოოტიური , ზოონოზური , ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების , ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ - ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის “ დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №433 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე -2 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით დადგენილი წესით .
1².ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები უსასყიდლოდ სოციალური მიზნით შესაძლებელია, განაწილდეს: ხანდაზმულთა თავშესაფრებზე, ობოლ ბავშვთა სახლებსა და თავშესაფრებზე, ორგანიზაციებზე, რომლებიც ქველმოქმედების ფარგლებში ახორციელებენ საკვები პროდუქტებით მოქალაქეთა (სოციალურად დაუცველები, ხანდაზმულები, დევნილები, მარტოხელები, მზრუნველობამოკლებულები და ა.შ.) დახმარებას, ასევე ზოოპარკებზე, ცხოველთა თავშესაფრებზე ან სხვა იმგვარ დაწესებულებებზე, რომლებშიც საჩვენებლად ან/და სამეცნიერო მიზნებისათვის თავმოყრილი არიან სხვადასხვა სახის ცხოველთა სამყაროს ობიექტები.
1³.ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცხოველთა სამყაროს ობიექტის/ობიექტების განადგურების ან უსასყიდლოდ სოციალური მიზნით განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს/იღებენ დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქმის სხვა მასალებთან (მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსათვის მიყენებული ზიანი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის სახდელთან ერთად რეგულირების ობიექტებისათვის დაკისრების მიზნით) ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს (ან შესაბამის თანამდებობის პირს), ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, თუ ვერ ხერხდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად დამრღვევი რეგულირების ობიექტებისათვის დაკისრება, დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შესაბამისი სარჩელის მომზადება სასამართლოში წარსადგენად.
3.სისხლის სამართლის დანაშაულის სავარაუდო ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ინსპექტირების აქტი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი და საქმის სხვა მასალები შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.
3¹.თუ ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სავარაუდო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც არ წარმოადგენს დეპარტამენტის კომპეტენციას და დეპარტამენტისათვის ცნობილია, რომელი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება აღნიშნული, შესაბამისი ინფორმაცია, საქმის მასალებთან ერთად, შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.
4.გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების მიზნით , რეგულირების ობიექტების მიმართ მუშავდება ადმინისტრაციული მიწერილობა ( დანართი №5). ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი ან დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ან დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს უფროსი . გადაუდებელი აუცილებლობისას შემოწმების პროცესში ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი , ხოლო დათვალიერების განხორციელებისას – დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე . ადმინისტრაციული მიწერილობა წარედგინება ( ბარდება ) ან ეგზავნება რეგულირების ობიექტს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან ამ წესის მე -20 მუხლის მე -11 პუნქტის შესაბამისად .
5.დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა იწვევს რეგულირების ობიექტებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
6.დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული მიწერილობა შეიძლება გაიცეს რეგულირების ყველა ობიექტის მიმართ.
6¹.რეგულირების ობიექტი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული მიწერილობის ჩაბარების შემდგომ, სათანადო დასაბუთებით ერთჯერადად მიმართოს დეპარტამენტს მიწერილობით განსაზღვრული გონივრული ვადების გადავადების თაობაზე.
7.დეპარტამენტის მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების , გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების , მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების , გარემოზე ზემოქმედების ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მფლობელთა მიმართ ადმინისტრაციული მიწერილობის წარდგენა ხორციელდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების , გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების , მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების , გარემოზე ზემოქმედების ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისათვის დადგენილი გონივრული ვადის საფუძველზე .
8.დეპარტამენტის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებით, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებებით, გარემოზე ზემოქმედების ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამოვლენისას კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტო.
9.დეპარტამენტის მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამოვლენისას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეპარტამენტის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ივნისის დადგენილება №303 – ვებგვერდი, 26.06.2015წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის დადგენილება №312 – ვებგვერდი, 11.07.2016წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 თებერვლის დადგენილება №95 - ვებგვერდი, 22.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ივლისის დადგენილება №357 - ვებგვერდი, 10.07.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 ივლისის დადგენილება №349 – ვებგვერდი, 31.07.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №454 – ვებგვერდი, 09.09.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 16 მაისის დადგენილება №244 - ვებგვერდი, 17.05.2022წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის დადგენილება №95 - ვებგვერდი, 02.03.2026წ.

