ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 59. ცხოველთა სამყაროს აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა და კადასტრი

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ცხოველთა სამყაროს დაცვის , გარეულ ცხოველთა ( მათ შორის , გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა ) პოპულაციებში მიმდინარე რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებების კონტროლის უზრუნველსაყოფად წარმოებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და ამ ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა , რის საფუძველზედაც დგება ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრი .

2.ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრი შეიცავს გარეულ ცხოველთა სახეობების ( სახეობათა ჯგუფების ) გეოგრაფიული გავრცელების , მათი რაოდენობის , მდგომარეობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ამსახველ ცნობებს , მათი თანამედროვე სამეურნეო გამოყენებისა და გარეული ცხოველების არსებობისათვის საჭირო არეალების დახასიათებას , აგრეთვე , სხვა აუცილებელ მონაცემებს . ამ საქმიანობას კოორდინირებას უწევს სამინისტრო .

3.ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა , ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის წარმოება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან .

4.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი ვალდებულია , ცხოველთა სამყაროს ობიექტების შესახებ მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაცია უსასყიდლოდ გადასცეს სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ერთიან სახელმწიფო ფონდს , სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმის მიხედვით .

5.ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის , ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის , იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესები , რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან , აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესები მტკიცდება სამინისტროს მიერ დებულებით „ ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის , ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის , იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესების შესახებ , რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან , აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესების შესახებ ” .

6.გარეულ ცხოველთა იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხას , რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან , ადგენს სამინისტრო ბრძანებით „ სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას დაქვემდებარებულ გარეულ ცხოველთა სახეობების ჯგუფების ნუსხის შესახებ ” . საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ცხოველთა სამყაროს დაცვის , გარეულ ცხოველთა ( მათ შორის , გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა ) პოპულაციებში მიმდინარე რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებების კონტროლის უზრუნველსაყოფად წარმოებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებისა და ამ ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა , რის საფუძველზედაც დგება ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრი . 2. ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრი შეიცავს გარეულ ცხოველთა სახეობების ( სახეობათა ჯგუფების ) გეოგრაფიული გავრცელების , მათი რაოდენობის , მდგომარეობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ამსახველ ცნობებს , მათი თანამედროვე სამეურნეო გამოყენებისა და გარეული ცხოველების არსებობისათვის საჭირო არეალების დახასიათებას , აგრეთვე , სხვა აუცილებელ მონაცემებს . ამ საქმიანობას კოორდინირებას უწევს სამინისტრო . 3. ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვა , ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის წარმოება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან . 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი ვალდებულია , ცხოველთა სამყაროს ობიექტების შესახებ მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაცია უსასყიდლოდ გადასცეს სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ერთიან სახელმწიფო ფონდს , სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმის მიხედვით . 5. ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის , ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის , იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესები , რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან , აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესები მტკიცდება სამინისტროს მიერ დებულებით „ ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის , ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის , იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესების შესახებ , რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან , აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესების შესახებ ” . 6. გარეულ ცხოველთა იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხას , რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან , ადგენს სამინისტრო ბრძანებით „ სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას დაქვემდებარებულ გარეულ ცხოველთა სახეობების ჯგუფების ნუსხის შესახებ ” . საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 23 სექ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 ივნ. 2003

    59-ე მუხლის 1-ლ პუნქტში აღრიცხვის ობიექტად დასახელებულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები; დანარჩენი ცვლილება ფორმულირებრივია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
52191025384182662165812759
მნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…საქართველოს „წითელი ნუ…კოლხეთის დაცული ტერიტო…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…კანონი საქართველოს საბ…გარემოს დაცვის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა