1.საკრებულოს სხდომის ოქმში შეიტანება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, დამსწრეთა გვარები, განსახილველი და განხილული საკითხები, მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე დამსწრეთა განსაკუთრებული მოსაზრებები.
2.საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი.
3.საკრებულოს სხდომის ოქმი უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციული დოკუმენტაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

