1.საკრებულო ქმნის სარევიზიო და სხვა მუდმივ კომისიებს.
2.საკრებულო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას დროებითი კომისიებიც.
3.საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩევიან საკრებულოს წევრთაგან. კომისიების წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. კომისიის წევრი შეიძლება არ იყოს საკრებულოს წევრი.
4.საკრებულოს კომისიების საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს დებულებით, კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

