1.ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის სამართლებრივ აქტებს.
2.ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტების – საკრებულოსა და გამგეობის (მთავრობის) გადაწყვეტილებების, გამგებლის (მერის) ბრძანების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, „ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3.ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების – საკრებულოსა და გამგეობის (მთავრობის) დადგენილებების, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის (მერის) განკარგულებების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
4.საკრებულოს, გამგეობის (მთავრობის), გამგებლის (მერის) ნორმატიული აქტი ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნების შემდეგ. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106 თავი VI ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ეკონომიკური საფუძვლები

