1.ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2.ადგილობრივი მმართველობის ეკონომიკური უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს დებულებით.
3.ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ეკონომიკური საქმიანობა არ უნდა ზღუდავდეს საბაზრო ეკონომიკისა და თავისუფალი კონკურენციის პრინციპებს. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

