ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

მუხლი 35. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალი

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლის სახეები და ზღვრული განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2.ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების დიფერენცირება, მათგან მიღებული შემოსავლების გამიჯვნა და შემოსავლების ჩარიცხვის პროპორცია სოფლის, თემის, დაბის, ქალაქისა და რაიონის ბიუჯეტებს შორის დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

3.ადგილობრივი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო დავალებათა შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო მოსაკრებლებისა და სხვა არასაგადასახადო შემოსავლებისას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო.

4.ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ზღვრული განაკვეთების ფარგლებში ადგენს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების კონკრეტულ მოცულობას; განსაზღვრავს საბინაო-კომუნალური, საყოფაცხოვრებო და სხვა კომუნალური მომსახურების ტარიფებს, მათი გადახდევინებისა და ადმინისტრირების წესს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია საზოგადოებრივი მიზნებისათვის აიღოს სესხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106 საქართველოს 2002 წლის 10 მაისის ორგანული კანონი №1399 - სსმ I, №10, 13.05.2002 წ., მუხ.44

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • საკასაციო არსებითი (T2)

    თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წყლისა და ჩანადენი სითხის ტარიფების ბათილად ცნობა

    პოლიტიკური პარტია ითხოვდა თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით დადგენილი სასმელი წყლისა და ჩანადენი სითხის ტარიფების ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საკრებულო ტარიფის დადგენისას კომპეტენციის ფარგლებს არ გასცდენია და დავის სამართლებრივი შეფასება აქტის მიღების დროს მოქმედი კანონმდებლობით უნდა განხორციელდეს. პალატამ ასევე განმარტა, რომ ნორმატიული აქტის გასაჩივრებისას საჭიროა მოსარჩელის უფლების ან ინტერესის პირდაპირი და უშუალო დაზიანება ან უფლების უკანონო შეზღუდვა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სარჩელზე უარის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ფასების ინსპექციის შემოწმების აქტისა და სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობა

    საწარმო ასაჩივრებდა ფასების ინსპექციის შემოწმების აქტსა და ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებას, რომლითაც უკანონო შემოსავლისა და ჯარიმის ამოღება დაეკისრა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო რეესტრში დაურეგისტრირებელ სატარიფო ნორმატიულ აქტს იურიდიული ძალა არ შეუძენია. პალატის შეფასებით, ფასწარმოქმნის პროცესში მონაწილე მეწარმეს მოცემულ გარემოებებში ასეთი აქტის მიმართ კანონიერი ნდობა ვერ წარმოეშობოდა. სასამართლომ გააუქმა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 თებ. 2001 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
767668317312793922435
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი მოსაკრებლე…საქართველოს საგადასახა…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს საბიუჯეტო …მოსაკრებლების სისტემის…