ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

მუხლი 42. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებათა შეჩერება და გაუქმება

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებანი შეიძლება შეცვალოს მხოლოდ ამ გადაწყვეტილებათა მიმღებმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა.

2.საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს საკუთარი გადაწყვეტილებით ან სასამართლო წესით. საკრებულოს დადგენილებას, საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებას აჩერებს ან აუქმებს შესაბამისი საკრებულო, აგრეთვე სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში 3. იმ სახელმწიფო ორგანოებს, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადასცეს თავიანთ გამგებლობაში არსებული ცალკეული უფლებები, შეუძლიათ შეაჩერონ ან/და გააუქმონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მათ მიერ გადაცემული უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები.

4.სოფლის, თემის, დაბის, ქალაქისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგეობისა (მთავრობისა) და გამგებლის (მერის) სამართლებრივი აქტების ერთი თვით შეჩერების უფლება აქვს შესაბამის საკრებულოს, გარდა 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აგრეთვე სასამართლოს – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.სოფლის, თემის, დაბის, ქალაქისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგეობის (მთავრობის) და გამგებლის (მერის) სამართლებრივ აქტებს აუქმებს სასამართლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, აგრეთვე შესაბამისი საკრებულო, გარდა 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6.რაიონის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგეობის (მერიის) და გამგებლის (მერის) გადაწყვეტილების ერთი თვის ვადით შეჩერების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამის უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს, აგრეთვე სასამართლოს, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

7.რაიონის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გამგეობის (მერიის) და გამგებლის (მერის) გადაწყვეტილებებს აუქმებს სასამართლო – კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

8.რაიონის და იმ ქალაქის საკრებულოს, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, უფლება აქვს მიმართოს თავისი აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნით ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირს და ათ დღეში მიიღოს მათგან მოტივირებული პასუხი. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • საკასაციო არსებითი (T2)

    აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გათავისუფლებისა და ახალი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის განკარგულებების ბათილობა და სამუშაოზე აღდგენა

    ფოთის საკრებულო და გათავისუფლებული პირი მერის განკარგულებების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მერის გადადგომა მთავრობის, მათ შორის აპარატის უფროსის, გადადგომას იწვევს, თუმცა მისი წევრები მოვალეობას ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ასრულებენ. მოცემულ გარემოებებში ახალ მერს გადამდგარი მთავრობის წევრის გათავისუფლება საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე შეეძლო, ხოლო ახალი კანდიდატის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა სპეციალური წესით იყო უფლებამოსილი. სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა კანონთან შეუსაბამობის გამო არ გაიზიარა და სააპელაციო განჩინება უცვლელად დატოვა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 თებ. 2001 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
74767531444324821031722414342
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს კონსტიტუცი…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს კონსტიტუცი…ადგილობრივი მოსაკრებლე…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს საარჩევნო …