1.საკრებულოს საქმიანობის შეჩერება ან დათხოვნა დაიშვება საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.
2.საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება საქართველოს პარლამენტის თანხმობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის წარდგინებით, თუ: ა) საკრებულოს წევრთა რაოდენობა შემცირდა ნახევარზე მეტით; ბ) საკრებულომ ორ თვეში ვერ აირჩია აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი; გ) საკრებულომ საბიუჯეტო წლის დასაწყისიდან ორ თვეში არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი ადგილობრივი ბიუჯეტი.
3.სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულოს საქმიანობის შეჩერების, დათხოვნის ან მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უფლებამოსილება უწყდებათ აგრეთვე მათ აღმასრულებელ ორგანოებს.

