ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ

მუხლი 47. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ ურთიერთობათა დროებითი სამართლებრივი რეგულირება

რედაქცია №11კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები იქმნება ამ კანონის ამოქმედების დროს არსებული ტერიტორიული დაყოფის საფუძველზე.

2.საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე საქართველოს რაიონების, ქალაქების, დაბების, თემების და სოფლების შექმნა-გაუქმება, საზღვრების დადგენა, გაერთიანება და გაყოფა, კატეგორიათა შეცვლა, სახელების დარქმევა-გადარქმევა, აღრიცხვა და რეგისტრაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით „საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის წესის შესახებ“. ამასთან, რაიონების შექმნა და გაუქმება, რაიონებისათვის სახელის დარქმევა-გადარქმევა, მათი საზღვრების შეცვლა, ქალაქებისათვის კატეგორიათა შეცვლა დაიშვება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით.

3.საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ კონსტიტუციური კანონის მიღებამდე რაიონულ დონეზე იქმნება ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – რაიონის საკრებულო და ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანო – რაიონის გამგეობა.

4.რაიონის საკრებულო შედგება რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოების თავმჯდომარეებისაგან. რაიონის საკრებულოს სხდომებს თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო. სპიკერი ახორციელებს ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. რაიონის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღება, აგრეთვე ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება რაიონის გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე საკითხის დასმის შესახებ . რაიონის საკრებულოს მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება მის მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულების, ამ კანონის 16-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-17 და მე-18 მუხლების და აგრეთვე მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

5.რაიონის აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა, რომლის შემადგენლობაში შედიან: ა) გამგებელი, რომელსაც საკრებულოს შემადგენლობიდან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი; ბ) გამგებლის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), აპარატის უფროსი და, როგორც წესი, რაიონული სამსახურის ხელმძღვანელები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი.

6.რაიონის გამგეობა არის სახელმწიფო მმართველობის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მმართველობის განხორციელებას და დელეგირებულ უფლებამოსილებაზე გადაწყვეტილებათა მიღებას. რაიონის გამგეობის უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება რაიონის გამგეობის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

7.გორის რაიონის ერედვისა და ქურთის, ქარელის რაიონის თიღვის და გულრიფშის რაიონის აჟარის თემების და მათში გაერთიანებული სოფლებისა და თემების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შექმნა, უფლებამოსილებათა განსაზღვრა, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) თანამდებობის პირთა არჩევა (დანიშვნა) ხდება ამ კანონით რაიონისათვის დადგენილი წესით.

8.ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებული პირებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებსა და იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, როგორც წესი, გამგეობის (მთავრობის) შემადგენლობაში, როგორც გამგებლის (მერის) მოადგილე ან წევრი, შედის იძულებით გადაადგილებულ პირთა წარმომადგენელი. საქართველოს 1999 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №108 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.257 საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • განსჯადობა / პროცესუალური (T3)

    რაიონის გამგებლის გათავისუფლების შესახებ განკარგულების გაუქმება და თანამდებობაზე აღდგენა

    მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რაიონის გამგებლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ განკარგულების გაუქმებასა და თანამდებობაზე აღდგენას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ იმდროინდელი კონსტიტუციური და საკანონმდებლო უფლებამოსილების განხორციელებით გამოცემული ასეთი განკარგულება სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. პალატამ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება უცვლელად დატოვა. საქმის არსებითი კანონიერება არ განხილულა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ერთ-ერთი ცვლილების ამოქმედების დღე უცნობია, ამიტომ ამ დღეს მოქმედ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 1999 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
191419¹747615351522623822447
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…გეოგრაფიული ობიექტების…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს მთავრობის …საქართველოს რესპუბლიკი…